სააკაშვილი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს მას ქართული მიწის გაყიდვა მას დააბრალოს.
"ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია და მინდა გითხრათ, რა აქვთ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები. ისინი აპირებენ, რომ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ ამ ტერიტორიების გასხვისების რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან. შემდეგ აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს, 70 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ფსბ პროპაგანდისტების თუ ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის. შემდეგ ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო.
ჩემი მმართველობის დროს ყველა შეხვედრაზე ვაყენებდით საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია. ჩვენ სერიოზული პროგრესი გვქონდა აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით, ჩვენ დროს ვერავინ გაბედავდა, ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ქართველ მომლოცველებს ჩაუკეტეს ძეგლში შესვლის საშუალება," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გამძიების დაწყების საბაბი გახდა რუკები, რომელიც ქართულ მხარეს კრემლთან დაახლოებულმა, წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადასცა.
არსებული ინფორმაციით, ხიდაშელია, ის პირი ვინც ეს რუკები ჩამოიტანა საქართველოში.
ცნობისთვს, რუკების შესახებ ინფორმაცია "მთავარი არხის" ხელმძღვანელმა წინა კვირას გააკეთა. ნიკა გავარამია ამბობდა, რომ ხელისუფლება ამ ინფორმაციის გასაჯაროვებას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აპირებდა.
მასალის გამოყენების პირობები