"დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 15:46, 30 Sep, 2020     1582
“დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა. ეს ასეც უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მარნეულსა და ბოლნისში პროვოკაციები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს რადიკალური ოპოზიციის წარმომომადგენლებმა მოუწყვეს.

„კახა ოქრიაშვილის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, როდესაც ის დაემუქრა კონკრეტულ მედიასაშუალებას დახურვით, ეს იყო „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ამით „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ბუნება. ეს არის მათი სულისკვეთება. ბუნებრივია, ამას ისინი ვეღარ ეღირსებიან. 2012 წლამდე ისინი ახერხებდნენ მედიასაშუალებების დახურვას და ამას ახლა ისინი ვეღარ გაიმეორებენ.

ირაკლი კობახიძე ასევე საუბრობს პროვაკაციებზე, ის ნიკა მელიას პროფესიონალ პროვოკატორს უწოდებს.

„რაც შეეხება პროვოკაციებს, არაერთხელ მოვახერხეთ ინცინდენტების აღკვეთა და შემიძლია ფაქტები დაგისახელოთ. მაგალითად, ნიკა მელიას 4 მხარდამჭერი სპეციალურად თეთრი პერანგებით მივიდა ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე და იწვევდნენ ჩვენს აქტივისტებს. სწორედ იქედან გამომდინარე, რომ მკაცრად იყვნენ ჩვენი აქტივისტები გაფრთხილებული, რომ არ აყოლოდნენ უმძიმეს პროვოკაციასაც კი, არ მოხდა ინცინდენტი. იქაც იყო უმძიმესი პროვოკაცია. თეთრი პერანგები ეცვათ იმისთვის, რომ ამ პროვოკაციის კვალი დატყობოდათ. საღამოს ისინი სხვა ტანსაცმელში გამოწყობილი ნახეს. ეს არის ერთი მაგალითი. ნიკა მელია ვიცით, რომ არის პროფესიონალი პროვოკარტორი, მათგან არ გაგვიკვირდა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად პროვოკაციებიც დამძიმდება.

„ორივე შემთხვევაში, ბოლნისშიც და მარნეულშიც „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკატორების მხრიდან ადგილი ჰქონდა უმძიმეს პროვოკაციას. ყველამ იცის მათი სახელები და გვარები. მივიდნენ და დედა შეაგინეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. ეს უმძიმესი პროვოკაციაა, სადღაც ვახერხებთ, რომ დედის გინების მიუხედავად პროვოკაციას არ ვყვებით, სადღაც ეს ვერ ხერხდება. დედას რომ შეგაგნებენ, აქაც კი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ძალადობას არ აქვს გამართლება მაშინაც კი, როცა დედას გაგინებენ. ეს არის ჩვენი მოწოდება. გაგრძელდება პროვოკაციიები, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტი პროვოკაცია იქნება და დამძიმდება კიდეც ეს პროვოკაციები. მოვუწოდებთ რადიკალურ, კრიმინალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. დღეს დილით რაც მოხდა ეს პროვოკაციაზე მეტი იყო - მარნეულის შტაბის წევრს დაეჯახა უკნიდან ავტომანქანა და როგორც კი გადმოვიდა ავტომობილიდან, მას თავს დაესხა რადიკალური, კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენელი. სახის ძვლები აქვს დამტვრეული და რამდენიმე ასეთი დაზიანება აქვს მიღებული. დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა. ეს ასეც უნდა მოხდეს. ჩვენი მოწოდება სამართალდამცავების მიმართ ეს არის, რომ ვინც აწყობს პროვოკაციებს, ვინც არასწორად რეაგირებს პროვოკაციებზე, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილი“, - კობახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42