თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ენმ- გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელ შეხვედრაზე მხარდამჭერებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მიმართა.
"გაერთანებული ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებზე მოდის გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით" - თქვა გრიგოლ ვაშაძემ
გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებს პირობა მისცა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში არ იქნება რევანში, შურისძიება და საჯარო მოხელეების გათავისუფლება სამსახურებიდან:
"არცერთი საჯარო მოხელე, არცერთი ადამიანი არ დაისჯება რევანშის გულისთვის, ჩვენ არავითარი შურისძიების განხორციელებისთვის არ მოვდივართ და ისე წავიყვანთ ამ ქვეყანას, რომ დამარცხებულად თავი არავინ არ იგრძნოს, ეს არის ჩვენი ქართული და ქრისტინაული მოვალეობა." - მიმართა ვაშაძემ მხარდამჭერებს და მოუწოდა არ დარჩნენ სახლში და ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით.
მასალის გამოყენების პირობები