„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი განმარტავს, რომ ოპოზიციისთვის მისაღებია ყველაფერი, რაც რიგგარეშე არჩევნებთან მიაახლოებთ.
პლებისციტის ჩატარება ნათელაშვილის შეფასებით ზედმეტია, თუმცა როცა ,ოპოზიცია ამ საკითხს განიხილავს, არ აპირებს შეწინააღმდეგებას.
"რაც მიგვაახლოებს ახალ არჩევნებთან, ყველაფერი ჩვენთვის მისაღებია. თუ პლებისციტი მიგვაახლოებს, რა თქმა უნდა, ესეც მისაღებია [...] მიმაჩნია, რომ მიცვალებული მოკვდა თუ არა ამისთვის ოჯახში გამოკითხვის ჩატარება ზედმეტია, მაგრამ, რახან ასე ჩათვალეს მე აღარ ვახდენ ოპონირებას", — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და გუშინ, 4 დეკემბერს, ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შედეგებზე იმსჯელეს. ოპოზიციონერი ლიდერების შეკრებამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დოკუმენტში, რომელიც მათ ელჩების საშუალებით გაუგზავნეს ქართულ „ოცნებას”, ერთ-ერთი პუნქტი სწორედ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ პლებისციტს შეეხებოდა.
მასალის გამოყენების პირობები