ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის მოლაპარაკებების შემდეგ პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ არჩევნების საკითხზე პლებისციტის ჩატარება დროის გაყვანა და ქართული ოცნების თამაშია.
ბესელია განმარტავს, რომ პლებისციტის შედეგების გათვალისწინება კონსტიტუციით სავალდებულო არ არის.
"არც ერთი წინაპირობა არ უნდა იყოს განხილული, როგორც არჩევნების ალტერნატივა. პლებისციტი არ უნდა იყოს ალტერნატივა არჩევნების დანიშვნის მოთხოვნისა. ეს თუ არის განხილული, როგორც გზა, ერთ-ერთი ვერსია, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ესეც საკამათოა. რომც თქვას ხალხმა, გვინდა არჩევნებიო, ხელისუფლებას შეუძლია არ დანიშნოს, რადგან პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ ეს სავალდებულო არ არის. თუ სავალდებულო არ არის, ვერც მოთხოვ. ამიტომ ამ პროცესში შეყოლა, ამ პროცესში შესვლა მგონია დროის გაყვანაც, "ოცნების" თამაშიც", — აცხადებს ბესელია.
მასალის გამოყენების პირობები