"1 კვირაა ვიქირავე ბინა, სახლში ვერ წავალ, ოჯახის ექიმი არც კი შემხმიანებია, მინდოდა მე დამერეკა მათ კი არასწორი ნომერი მომცეს... ძალიან სუსტად ვარ" - კოვიდინფიცირებული
COVID-19 - 20:42, 05 Dec, 2020     1967

ხატია მუკბანიანს უკვე 1 კვირაა, სიცხე აქვს და 17 წლის მეგობართან ერთად საკუთარი სახსრებით ნაქირავებ ბინაში იმყოფება. მისი თქმით, მასაც და მეგობარსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ.

ხატიას თქმით, რამდენჯერმე სცადა დარეკვა როგორც 112-ზე, ისე 144-ზე და ჯანდაცვის სამინისტროშიც, თუმცა, მათგან მიიღო პასუხი, რომ ოჯახის ექიმი თავადად დაუკავშირდებოდა, თუმცა არავინ დაკავშირებია. ის ამბობს, რომ არც კი იცის რა პრეპარატები მიიღონ, ამიტომ ითხოვს ოჯახის ექიმთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ.

მას 112-ში ურჩიეს , რომ საკუთარი სახსრებით კორონავირუსის ტესტი გაეკეთებინა, რაც თავის მხრივ ფინანსურ სახსრებთანაა დაკავშირებული.

"ველოდებით ოჯახის ექიმი როდის დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ დაგვიკავშირდა. მერე მე მოვითხოვე ტელეფონის ნომერი, რომ მე მაინც დავუკავშირდე ოჯახის ექიმსთქო, მომცეს არასწორი ნომერი, რომელზეც ზარი საერთოდ არ გადიოდა. შემდეგ მითხრეს, რომ გამოგვიგზავნიდნენ სასწრაფო დახმარებას, ეგეც არ მოვიდა.

პრეპარატები რა უნდა მივიღოთ, ეგეც არ ვიცით. მაგიტომ მინდოდა ექიმთან გასაუბრება, რომ იქნებ რაღაც მაინც ერჩიათ ჩვენთვის, რა აგავკეთოთ და რა მივიღოთ.20 წლის ვარ და ჩემი მეგობარი არის 17 წლის. არ ვიცით მედიცინის მაგდენი. ის მაინც გააკეთონ, რომ გვითხრან, რა პრეპარატი მივიღოთ. ელემენტარული, მაგაზე მაინც მოგვაქციონ ყურადღება და ელემენტარული, იზრუნონ იმაზე, რომ საცხოვრებელი ადგილი შეგვიქმნან და ასე, ყოველდღიურად, მეგობრებს ბინის თანხა არ გვიხადონ", - ამბობს ხატია მუკბანიანი "მთავარ არხის" ეთერში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42