ექიმი, მაია ზარანდია, თენგიზ ცერცვაძის შესახებ წერს.
მისი თქმით, ცერცვაძეს ევროპის მასშტაბით არ ელაპარაკებიან.
„ცინიზმსაც აქვს საზღვარი…
ევროპასთან შედარებით ჩვენი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მოქალაქეების რაოდენობაც რომ გადაიანგარიშოთ, მერე კი გარდაცვლილების რაოდენობაზე გაყოთ ვერ გამოვა კაი ციფრი…
წესით ბატონ თენგიზსს მსგავსი „ბუღალტერია“ ჩემგან არ ესწავლება.
სხვა საკითხია რომ მას მშობლის ემოციები ნაკლებად ესმის და მთელი ცხოვრება შეგნებულად უარყოფდა ჩვენი არსებობის ამ მხარეს…
უკვე ეს პირად არჩევანის ან პირადი ცხოვრების ფარგლებს ცდება, და სერიოზულ კოგნიტურ პრობლემას უქმნის…
შვილდაღუპულ მშობელს ევროპის სტატისტიკის მონაცემებით არ ელაპარაკებიან…
თუმცა ემპათია, განსაკუთრებით კი შვილისადმი განცდილი ემოციების გაგება, ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა ბატონი თენგიზის უდაოდ საინტერესო და არაორდინარული პიროვნებისთვის…
და მგონი საერთოდ, პიროვნულ სისუსტედაც მიაჩნია!
თუ „ღმერთებს“ არ აინტერესებთ „მოკვდავთა“ ემოციები?
P.S. და ერთი ამბავი გამახსენდა, ერთმა პაციენტმა კლინიკის ხელმძღვანელს მუშტი რომ უთავაზა ცხვირში, მოუწყობელი საავადმყოფოს გამო (ზღვა დაფინანსება მოდიოდა და ყველამ ვიცოდით რომ სამინისტროს „ღმერთების“ სამსხვერპლოს მოწყობას ხმარდებოდა მთლიანად) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანალიზი რომ ჩავარდა და გაფუჭდა…
კლინიკის დირექტორი გაშოტილი იწვა ისევ თავის კაბინეტის მაგიდაზე და მოთქმით მოტირალი უახლოესი მფარველი ანგელოზი ქალბატონები ყინულის ნატეხებით სავსე პრეზერვატივებს ცხვირზე ადებდენ სისხლდენის შესაჩერებლად…
მათ არ ახსოვდათ რომ „ღმერთები არ კვდებიან“, მე კი არ ვიცოდი მეტირა თუ მეცინა ამ სცენის უშუალო მომსწრე და მთავარი მოქმედი პერსონაჟიც რომ ვიყავი..
ეტყობა ვაზელინის დიდი პარტია ჩამოყვა ბატონი თენგიზის რემდესევირს, მაგრამ… როგორც იმ ანდაზაშია, ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო მაკვირვებს… რომელ კრიზის მენეჯმენტზეა საერთოდ საუბარი?“- წერს მაია ზარანდია.
მასალის გამოყენების პირობები