ცვლილებები "ქართულ ოცნებაში"- რა შედეგით დასრულდა პოლიტსაბჭო
პოლიტიკა - 15:07, 23 Jan, 2021     2327
ქართულ ოცნებაში პოლიტიკური საბჭო დასრულდა დღეს პარტიის სამდივნოს შემადგენლობა დაამტკიცეს. პარტიის აღმასრულებელი მდივნი მამუკა მდინარაძე გახდა. კახა კალაძე კვლავ გენერალური მდივანია, პოლიტიკურ მდივნად ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა, საერთაშორისო მდივანი კახა კუჭავა იქნება, რეგიონალური მდივანი კი - დიმიტრი სამხარაძე.

„პარტიის რიგგარეშე მეექვსე ყრილობის შემდეგ, დღეს გაიმართა ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელმაც აიჩია პარტიის სამდივნო. ასევე, ჩვენ საუბარი გვქონდა პარტიის საორგანიზაციო საკითხებზე და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, გაგაცნობთ პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს შემადგენლობას, გენერალური მდივანი უკვე იცით, რომ არის კახა კალაძე, პოლიტიკურ მდივნად პოლიტსაბჭომ კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი იქნება დიმიტრი სამხარაძე, ხოლო, რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიქნები მე მამუკა მდინარაძე, მე შევუდგები ამ საქმიანობას.

პარტია დგას ახალი გამოწვევების წინაშე, მას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, სამდივნოს შემადგენლობაში მცირე ცვლილებას ხედავთ. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებზე, პარტიის გაძლიერებაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენი პარტია დგას ახალი გამოწვევის წინაშე და ჩვენ მას ერთიანი ძალისხმევით, პარტიული სტრუქტურების კიდევ უფრო გაძლიერებით ერთად შევძლებთ, დარწმუნებლი ვარ. მეტი ცვლილება, განსაკუთრებული არ იგეგმება, შევეცდებით, გავაძლიეროთ რეგიონალური მიმართულება, პარტიული სტრუქტურების განსაკუთრებული ცვლილება, არ იგეგმება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42