ქვეყანაში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურანვამ , ვიზეარის მიერ ქუთაისის აეროპორტში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
"დიდი გამოწვევაა პანდემიის მესამე ტალღა, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ საკმაოდ დიდი ენერგია დაიხარჯა უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ზომების დანერგვაში. ქუჩებში გამოჩდნენ პირველი ტურისტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიზეარმა– ჩვენმა ცნობილმა პარტნიორმა და დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ უკვე აღადგინა ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
ჩვენი ამოცანაა, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ტურიზმის აღდგენის პირველ ტენდენციებს, შევასრულოთ ყველა რეგულაცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ქვეყნის სტუმრებს და არ დავუშვათ ვირუსის იმ დონეზე გავრცელება, რაც მომავალში ხელს შეგვიშლის ტურიზმის სექტორის აღდგენაში“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
მასალის გამოყენების პირობები