გიორგი ფხაკაძე კოვიდის ახალ ტალღის დაწყების თარიღს ასახელებს
Covid 19 • 1653550464 1953

კოვიდის შემდეგი ტალღა საქართველოში დაიწყება ივნისის ბოლოს ივლისის დასაწყისში. არაფერი შეიცვალა! მოსახლეობას აქვს ისტერიკა მაიმუნის ყვავილის ვირუსზე და ბავშვებში ახალ ჰეპატიტზე, მაგრამ რეალური საფრთხე ისევ არის კოვიდი (თავისი ვარიანტებით) და პოსტკოვიდი - ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ამერიკაში და ჩრდილოეთ კორეაში ერთი კვირის უკან დაიწყო, სამხრეთ აფრიკაში უკვე 2 კვირაა, კოვიდის ახალი ტალღაა, ჩინეთში კი, კოვიდის ახალი ტალღა უკვე 3 კვირაა, დაწყებულია. კონკრეტულად, მარტო საფრანგეთში დღეს 88 ადამიანი გარდაიცვალა და 32,000 დაინფიცირდა. ეს მორიგი კოვიდის ტალღა, მსოფლიოში, სავარაუდოდ, იქნება 3-4 თვე (მაისი-აგვისტო) სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს. რა უნდა ვქნათ?! ის, რაც ვიცით, რომ ნამდვილად მუშაობს: სამედიცინო პირბადე, ვაქცინის მე-2 ბუსტერი (მე-4 დოზა „ფაიზერი“ ან „მოდერნა“)
დისტანცია, საღი აზრი და არავითარი პანიკა.
განსაკუთრებით, საყურადღებოა 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები და ქრონიკული პაციენტები (გულის დაავადებების, დიაბეტის, დაბალი იმუნიტეტის მქონე პაციენტები და ასე შემდეგ). დღეს ნებისმიერი ქვეყნის კარანტინზე ჩაკეტვა დანაშაულია, ვინაიდან ვიცით, რომ მარტო ჩაკეტვა არაეფექტურია ეფექტური არის კომლექსური მიდგომა: ვაქცინაცია+ პირბადე+ ტესტირება+ იზოლაცია+ წერტილოვანი კარანტინი, ასევე ხელების დაბანა და დახურული სივრცეების განიავება. ნურავის ნურაფერს აბრალებთ ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია. სამედიცინო პირბადეები (ფხაკაძის პირბადეები) აფთიაქებში ხელმისაწვდომია (ხელმისაწვდომ ფასებში). დანარჩენი კი თქვენი თვითშეგნების საკითხია. მიხედეთ საკუთარ თავს ისიამოვნეთ და დატკბით ცხოვრებით, “- წერს გიორგი ფხაკაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის "რკინის ფარდა" ეშვება. მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა აღარ ა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1656648312

როგორ ფიქრობთ, ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მივედით მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და იქ სპეციალურად გაილახა ვატო წერეთელი? ეს ხომ აბსურდია, – ამ...
პოლიტიკა • 1656648153

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ ივლისს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +22, +27 გრადუსი იქნება. აღმოსავლ...
საზოგადოება • 1656647632

რომ ჰკითხო, თავმოყვარე კაცი ვარო გეტყვის და ადამიანის გვერდით გაყვანა და ყურში დედის გინების ჩაჩურჩულება, პროვოკაციის გარდა, რა არაკაცობა, ჩმორობა და სიბინძურეა, ალბათ ახსნაც არ სჭირდება - ამის შესახე...
სოცმედია • 1656647544

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი გარდაცვლილ ძმას დაბადების დღეს ულოცავს და სოცქსელში წერს: „დღეს ჩემი კოტეს დაბადების დღეა. 50 წლის... ღმერთს სამოთხეს ვთხოვ შენთვის.“
სოცმედია • 1656647107

აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას,” – აღნიშნული განცხადებაში. შეგა...
პოლიტიკა • 1656614479