სენსაციური ამბავი - აღმოჩენილია 2 ანტისხეული, რომელიც კოვიდ-19-ის ყველა შტამს 95%-იანი ეფექტიანობით ანეიტრალებს

Covid 19 1663133501

კორონავირუსი

ისრაელში 2 ანტისხეული აღმოაჩინეს, რომლებიც კოვიდ-19-ის აქამდე ცნობილ ყველა შტამს 95%-იანი ეფექტიანობით ანეიტრალებს. თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათი მიგნების შედეგად, კორონავირუსის ვაქცინები, მათ შორის ომიკრონის ქვევარიანტებზე მორგებული ახალი ბუსტერებიც, შესაძლოა ცოტა ხანში საერთოდ აღარ იყოს საჭირო.

ექიმ ნატალია ფრეუნდის ხელმძღვანელობით მომუშავე საერთაშორისო მეცნიერების ჯგუფი აცხადებს, რომ მათ მიერ იზოლირებული ანტისხეულები აბრევიაციით TAU-1109 და TAU-2310, ძალზე ეფექტიანია როგორც დელტა, ისე ომიკრონის ვარიანტების განეიტრალებაში. კერძოდ, TAU-1109 დელტა ვარიანტს 90%-ით ანეიტრალებს, ომიკრონს კი 92%-ით. TAU-2310 ომიკრონთან 84%-ით ეფექტიანია, დელტასთან - 97%-ით.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ ინფიცირებულთა მკურნალობა ამ ორი ანტისხეულის მაღალი კონცენტრაციით, წარმატების უფრო მეტი გარანტია იქნება, ვიდრე პრევენციული ვაქცინები და მათი ბუსტერ-დოზები. მეციერთა აზრით, ეს მეთოდი ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს ვაქცინებს, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც სუსტი იმუნიტეტის გამო მაღალი რისკის ჯგუფებშია.

ექიმი ფრეუნდი დარწმუნებულია, რომ ამ ორ ანტისხეულს კოვიდ-19-თან ბრძოლაში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია. მისი განმარტებით, ვაქცინაციის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ კიდევ შეუსწავლელია ის მიზეზები, თუ რატომ სუსტდება ორგანიზმისთვის აცრით მინიჭებული დაცვა დაახლოებით 3 თვის შემდეგ. აქედან გამომდინარე, კორონავირუსთან ბრძოლა მხოლოდ პრევენციის მეთოდებს ვერ დაეყრდნობა და აუცილებელია მუშაობის გაგრძელება მკურნალობის ეფექტიანი მეთოდების მიგნების მიმართულებითაც.

მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ასეთი შთამბეჭდავი შედეგები შესაძლოა თვითონ ვირუსის ევოლუციით იყოს გამოწვეული. მათი განმარტებით, ეს ორი ანტისხეული სპაიკ-პროტეინის ისეთ რეგიონს უკავშირდება, რომელიც გაურკვეველი მიზეზებით, ბევრ მუტაციას არ განიცდის და ვირუსის მეტ ვარიანტს ამარცხებს. ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ კვლევაში მათ კოვიდ-19-ის დღემდე ცნობილი ყველა შტამი გამოსცადეს.

შედეგების გადასამოწმებლად, ანტისხეულები, რომელთა კლონირება თელ-ავივის უნივერსიტეტში მოხდა, კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს ფილიალშიც გადაიგზავნა. შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ აღნიშნული ანტისხეულები ცოცხალ ვირუსთან ძალზე ეფექტიანია. როგორც მეცნიერების დაწინაურების ამერიკული ასოციაციის (AAAS) 7 სექტემბრის პრესრელიზი იუწყება, მსგავსი ექსპერიმენტი ისრაელის კიდევ ერთ, ბარ-ილანის უნივერსიტეტში ჩატარდა და იქაც ანალოგიური შედეგები მიიღეს.

ისრაელის მეცნიერთა ახალი ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალში „ნეიჩერ“ ორშაბათს, 5 სექტემბერს გამოქვეყნდა. თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევრების გარდა, მისი ავტორები არიან მეცნიერები კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს ფილიალიდან (აშშ), სინგუას (ჩინეთი) და ბარ-ილანის (ისრაელი) უნივერსიტეტებიდან.

ამ კვირაშივე, თეთრი სახლის კოვიდ-19-ზე რეაგირების კოორდინატორმა, ექიმმა აშიშ ჯამ თქვა, რომ პანდემიაში მნიშვნელოვანი გარდატეხები ხდება, თუმცა მან ყურადღება ისევ ვაქცინაციის საჭიროებაზე გაამახვილა. ვაშინგტონში გამართულ 6 სექტემბრის ბრიფინგზე მან თქვა, რომ „ახლა იმ ეტაპს ვუახლოვდებით, როცა კოვიდის აცრის ერთი, ყოველწლიური დოზა, სერიოზული დაავადებისგან მთელი წლის მანძილზე მაღალ დონეზე დაგვიცავს“.

შეერთებულ შტატებში უკვე დაიწყო კოვიდ-19-ის განახლებული ვაქცინების დისტრიბუცია. მათი სამიზნე არამარტო კორონავირუსის ორიგინალური ვერსია, არამედ დღეს მისი ყველაზე მეტად გავრცელებული, ომიკრონის 2 ქვევარიანტიცაა. კომპანიები „ფაიზერ-ბიონტექი“ და „მოდერნა“, რომელთა განახლებულ ვაქცინებსაც ამერიკაში შემოდგომის მომდევნო ბუსტერ-დოზად ამზადებენ, აცხადებენ, რომ მომავალში ვაქცინის მორგება საჭიროების შემთხვევაში, ახალ დომინანტურ ვარიანტებზეც არის შესაძლებელი.

„ამერიკის ხმა“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გელა ხასაია
"ამას არ ჰყვება საჯაროდ, მაგრამ..." - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე გელა ხასაიაზე

"გელა ხასაია გალიდანაა გამოქცეული, ვეღარ აიტანა რუსული წნეხი. ერთხელ უნდა მოუსმინოთ მის ისტორიას. აფხაზეთით სუნთქავს, აფხაზეთით ცხოვრობს. აფხაზური ამბები • Аҧсуа ажәабжьқәa გააკეთა თავისით და მართავს....

სოცმედია 1713495960

თაკო აბაშიძე
„დედაჩემს და მამაჩემს ვერსად ჩავაბარებ და ეს ჩემი არჩევანია!..“ - თაკო აბაშიძე

 მსახიობი და მომღერალი თაკო აბაშიძე დედ-მამის ალცჰაიმერის დაავადებას ოჯახის წევრებთან, ძმასა და რძალთან ერთდ ებრძვის და ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, რომ მათ ვერასდროს ჩააბარებს მოხუცებულთა თავშესაფარ...

საზოგადოება 1713495912

ამინდი
როგორი ამინდი იქნება 20 აპრილამდე

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალ...

საზოგადოება 1713495420

მემუარები
ტრამპის 12 ნაფიცი მსაჯული

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ისტორიული საქმისთვის 12 ნაფიცი მსაჯული შეარჩიეს. მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი პორნოვარსკვლავის დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეს განიხილავენ. ა...

მსოფლიო 1713495046

სახდეპიი
"გვინახავს ასეთივე კანონპროექტები, კრემლში და არამხოლოდ კრემლში... კანონპროექტი არ შეესაბამება გაცხადებულ მიზანს - გამჭვირვალობას" - სახდეპის მეათე განცხადება რუსულ კანონზე

 "გვინახავს ასეთივე კანონპროექტები, კრემლში და არამხოლოდ კრემლში... კანონპროექტი არ შეესაბამება გაცხადებულ მიზანს - გამჭვირვალობას", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი...

პოლიტიკა 1713494795

პაპუაშვილი
"ეს არის საბჭოთა კავშირისკენ სწრაფვა. ადამიანებმა მოსკოვი ჩაინაცვლეს ბრიუსელით" - შალვა პაპუაშვილის პროპაგანდა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე

"ეს არის საბჭოთა კავშირისკენ სწრაფვა. ეს არის ის, რომ უბრალოდ ადამიანებმა მოსკოვი ჩაინაცვლეს თავის მენტალიტეტში ბრიუსელით", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი TV იმედის ეთერში საუ...

პოლიტიკა 1713494440