,,აიცერი და მოიგეს’’ მოგება უკვე 80 000 ლარია, მოგებულია 640 ადამიანი!

ლოტო

 

 

Stopcovid  ლატარიაში  ,,აიცერი და მოიგე’’ 14 სექტემბრიდან უკვე მოგებულია 80 000 ლარი, რომელიც 640 ვაქცინირებულმა ადამიანმა მოიგო. თბილისი, თერჯოლა, ქუთაისი, დედოფლისწყარო, გარდაბანი, გორი - მოგებები მთელი საქართველოს მაშტაბით ფიქსირდება.

 

მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელია ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთა მისამართების ნახვა მომხმარებლებს ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge - ზე შეუძლიათ.

 

ლატარია ,აიცერი და მოიგეს’’ გათამაშება ყოველდღიურად იმართება,  სადაც 100 და 500 ლარის მოგებები თამაშდება, ხოლო 20 სექტემბერს, პირველად გაიმართება ყოველკვირეული გათამაშება, სადაც ვაქცინირებული ადამიანები 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარს მოიგებენ.

გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოს ყველა ვაქცინირებული მოქალაქე. ვაქცინირების პირველი დოზის მიღების დროს მოქალაქეს ავტომატურად ენიჭება NCDC-ის უნიკალური კოდი, რომელიც ამავდროულად  მონაწილეობს ლატარიის გათამაშებებში.

 

STOPCOVID ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი აქტიურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება.

 

გათამაშებების შედეგების ხილვა მომხმარებელს შეეძლება stopcov.lotto.ge - ზე, იგივე საიტზე სპეციალურ გრაფაში ,,გათამაშების შედეგებში’’ პირადი ნომრის შეყვანით, ხოლო მოგებული თანხის ოდენობას მომხმარებელი შეიტყობს  ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრებში უშუალოდ მოგების  განაღდების დროს.

1000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის'' სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 - 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.

 

კომპანიის სერვის ცენტრების მისამართების ხილვა შესაძლებელია გთამაშების ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge -ზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბადრი ესებუა
500 000 დოლარის და ბადრი ესებუას გაქრობიდან 1 წელი გავიდა

ზუსტად ერთი წლის წინ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკს სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული პირი დაესხა თავს, რომელმაც 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.  მას შემდეგ რაც თავდამსხმელს მის მიერ მოთხოვნილი თანხ...

კრიმინალი 1634768344

სააკაშვილი
რომელ კლინიკაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვლს? - იუსტიციის მინისტრის განმრტება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერთან" საუბრისას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და დაასახელა კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსე...

პოლიტიკა 1634759848

მიშა
"ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი" - მიხეილ სააკაშვილი თბილისის კოალიციურ მთავრობაზე

,,ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი"- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კოალიციური მთავრობის მოდელს.  სააკაშვილის შეფასებით, ეს არის ქვეყნის უსათუო წინსვლისა...

პოლიტიკა 1634755997

გვარამია
"სრული ALL STAR"- ნიკა გვარამია თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

,,ესეც სხვა საქართველო! ესეც ნათელი მომავალი! ps. სრული ALL STAR" - ასე აფასებს ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ოპოზიციის მიერ წარდგენილ, თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს. 

სოცმედია 1634755462

ნანუკა
"ნიკა მელია ჩემპიონი ხარ. უპრეცედენტო მოდელი დადე!"- ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს ეხმიანება.  ,,ან, რა ვიზუალია, ან რა გუნდი, მგონი პირველად ჩემს ცხოვრებაში და არ ვარ პატარა, ვხედავ კოალიციურ მთავრობა...

სოცმედია 1634755201

კოალიცია
როგორ გამოიყურება თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელი?

,,მინდა მთელმა თბილისმა და განსაკუთებით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სწორად გამიგოს, მაგრამ მანამ სანამ ვიქნები მე დედაქალაქის მერე ორ თანამდებობას ერთდროულად არ დავიკავებ. ახლა კი მინდა წარმოგიდგინ...

პოლიტიკა 1634754873