ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1675085645 87

თიბისის, სილქნეტის და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო პირველად უმასპინძლებს
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ბაკურიანში, 2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩატარდება.
ჩემპიონატი ქვეყნისთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველომ პირველად მოიპოვა მსოფლიო მასშტაბის ზამთრის სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლება. ბაკურიანი სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებული კურორტია და წლის მთავარი მოვლენაც სწორედ მისი მასპინძლობით ჩატარდება. ჩემპიონატზე წარმოდგენილი იქნება თავისუფალი სტილით სრიალის სხვადასხვა ექსტრემალური სახეობა. დარეგისტრირებულია 700-მდე ათლეტი 42 ქვეყნიდან.
„სამი კვირის განმავლობაში მსოფლიო სპორტის, მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღება ბაკურიანისკენ იქნება მოპყრობილი, ჩვენი ქვეყანა ზამთრის ყველაზე ცხელ წერტილად გადაიქცევა და განვითარების ახალ საფეხურზე გადაინაცვლებს იმის დასტურად, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ცივილიზებური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი" - აცხადებს ეკა გაბაშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
„მიხარია, რომ თიბისის მხარდაჭერით, საქართველო პირველად უმასპინძლებს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს. ეს მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან ჩემპიონატი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ზამთრის სპორტის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის გამყარებას და ტურიზმის განვითარებას. მჯერა, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ხელს შეუწყობს ახალ თაობაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას" - აცხადებს მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
მსოფლიო ჩემპიონატის მხარდაჭერით, თიბისი აგრძელებს მნიშვნელოვანი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას, რითიც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, ხელს უწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პატრიარქთან შეხვედრას ეხმიანება და სოცქსელში წერს: „ხვიჩა კვარაცხელიას საპატრიარქოში მიპატიჟების მთელი არსი ამ ფოტოშია: ვერ ძღება დიდებით ილია მეორე და საჭირო...
სოცმედია • 1679581956

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია. იოსელიანი ვივა მედის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კლინიკა პენიტ...
პოლიტიკა • 1679581449

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ კანონს ხელი მოაწერა. ნატო-ში გაწევრიანებაზე ფინეთის განაცხადის რატიფიცირება ალიანსის წევრი 30 -დან 28 ქვეყანამ უკვე...
მსოფლიო • 1679580199

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: “უკიდურესი სიმხდალის და უღირსობის გამოვლინება:მეგობარს “ებლატავები” იმ გათვლით, რომ შეეცოდები და ხელს არ შემოგიბრუნებს და მტერს ენას უჩლიქავ იმიტომ, რომ ხელის შემობრუნების გ...
სოცმედია • 1679577645

საქართველოს ბანკი სტარტაპების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება, კავკასიის უნივერსიტეტშ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1679576414

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ რუსეთის მიერ, იმ მფრინავების დაჯილდოებაზე ისაუბრა, რომლებმაც შავი ზღვის თავზე, ამერიკული დრონი ჩამოაგდეს. "საუკეთესო შემთხვევაში, უბ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679576083