ბიზნესს ელექტრონული კომერციის 210 მენეჯერი შეემატა

აიქონერს

თანამედროვე ბიზნესის საქმიანობა ელექტრონული კომერციის გარეშე წარმოუდგენელია. ამაზე სტატისტიკაც მოწმობს - ინტერნეტში 24 მილიონზე მეტი ელექტრონული კომერციის ვებგვერდი ფუნქციონირებს, ხოლო ინდუსტრიის ბრუნვა 5 ტრილიონ აშშ დოლარს მიუახლოვდა. გლობალურმა პანდემიამ კი ბიზნესის გაციფრულების პროცესი დააჩქარა, რადგან საყოველთაო შეზღუდვები გამო ონლაინ ვაჭრობა  ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მცირე და საშუალო ბიზნესში გაჩნდა მოთხოვნა შესაბამისი  კომპეტენციის ადამიანებზე. სწორედ ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, იქომერს  ასოციაცია - საქართველომ, თიბისიმ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ

ელექტრონული კომერციის აკადემია დააფუძნეს. სულ ახლახანს კი აკადემიამ პირველი კურსდამთავრებულები გამოუშვა.

ელექტრონული კომერციის აკადემიის პირველი კურსზე სწავლა 5 აპრილიდან 16 ივლისამდე გრძელდებოდა. კურსზე სულ 20 სტუდენტი ჩაირიცხა. სასწავლო კურსი მოიცავდა ექვს თეორიულ და სამ  ინტეგრირებულ პრაქტიკულ მოდულს. კურსის ფარგლებში, სტუდენტებმა ცოდნა მიიღეს ინდუსტრიის მოწინავე პროფესიონალებისაგან, გაეცნენ მაგალითებს რეალურ ბიზნეს ქეისებზე დაყრდნობით და დასახეს გზები საკუთარი ელექტრონული კომერციის პროექტების გასაუმჯობესებლად.

ლექციები ფიზიკურ სივრცეში, თიბისის ტრეინინგ ცენტრში მიმდინარეობდა, სადაც ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციისას სტუდენტებს შეეძლოთ თავიანთ არსებულ ელექტრონულ კომერციის პროდუქტებზე რეკომენდაციები მიეღოთ.

ანა ნადირაძე ერთ-ერთი კურსდამთავრებულია, ის ამბობს, რომ ელექტრონული კომერციის აკადემიის კურსმა მის მოლოდინს გადააჭარბა, რადგან „არ ყოფილა არცერთი მოდული, ლექცია, რომელიც ფუჭად დახარჯულად ჩაითვლებოდა, არამედ, პირიქით, თითოეული მოდული იყო სიახლეებითა და პრაქტიკული რეკომენდაციებით დატვირთული. ლექტორები იყვნენ მომზადებულები და საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ პირადი კონსულტაციებისთვისაც. სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა კი ლექციას მეტად ინტერაქციულსა და ღირებულს ქმნიდა.

კურსის ფარგლებში მიმოვიხილეთ ყველა პროცესი, რაც ბიზნესის გაციფრულებას ახლავს თან. საშუალება მომეცა აუდიტორიისთვის გამეცნო ჩვენი სტარტაპი horsetours.ge, რომელიც წარმოადგენს საცხენოსნო ტურების პლატფორმას და მიმეღო რეალური უკუკავშირი მათგან, რაც ჩვენთვის, როგორც დამწყები ბიზნესისთვის, უმნიშვნელოვანესია. ჩვენ უკვე დავიწყეთ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინება, კერძოდ კი, განვახორციელეთ SEO ოპტიმიზაცია, User Person-ის სიღრმისეული კვლევებითა და სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით დავავიწროვეთ აუდიტორია და გავხადეთ ჩვენი კომუნიკაცია მომხმარებლებთან კიდევ უფრო პროდუქტიული და ზუსტი,“ - თავის გამოცდილებას გვიზიარებს ანა.

კურსის ხელმძღვანელი მარიამ ხიზანაშვილი გვიყვება, რომ სტუდენტებმა ელ.კომერციის მართვის სრული ციკლი შეისწავლეს, რაც აერთიანებდა როგორც ბიზნესის სტრატეგიულ ნაწილს, ისე ელ.კომერციისტექნოლოგიურ, ოპერაციულ და ანალიტიკურ მხარეს.

მარიამის თქმით, კურსი მოიცავდა ელექტრონული კომერციის სრულ, 360 გრადუსიან ციკლს. მოდულარული სწავლების გზით, კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ თავიანთი ბიზნესის გასაზრდელად ან დასაქმდნენ მენეჯერულ პოზიციებზე ციფრული პროდუქტების განვითარების კუთხით.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ელექტრონული კომერციის სწორი დაგეგმვისა და მართვის გამოცდილებით, კომპანიები, მეწარმეები თუ დასაქმების მსურველი პირები შეძლებენ, რომ შექმნან მაღალი  ხარისხის ონლაინ ვაჭრობის გამოცდილება, მოიპოვონ მომხმარებლის ნდობა და გაზარდონ ბიზნესი. ელექტრონული კომერცია ინტერსექციული და მრავალპროფილური დარგია, ჩვენი აკადემიის კურსდამთავრებულებმა იციან არა მარტო ელექტრონული კომერციის რომელიმე კონკრეტული ასპექტი, არამედ სრულ ციკლზე აქვთ ცოდნა და კომპეტენცია, რათა  შეძლონ მისი წარმატებით დაგეგმვა, დანერგვა და მართვა. ამ გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ელექტრონული კომერციის დარგის პროფესიონალიზაციას და ზრდას ჩვენს ქვეყანაში,” - ამბობს მარიამ ხიზანაშვილი.

ელექტრონული კომერციის აკადემია ჩამოყალიბდა მათთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესისათვის ონლაინ ვაჭრობის განვითარება სურს, ამასთან ელექტრონული კომერციის სექტორში მომუშავე დამწყები ან საშუალო დონის პროფესიონალებისთვის და ელექტრონული კომერციის სექტორში დასაქმების მსურველებისთვის, რომელთა მიზანი კვალიფიკაციის ამაღლება და ციფრული პროდუქტების განვითარების კუთხით მენეჯერული პოზიციების დაკავებაა.

აკადემიის პარტნიორია თიბისი, რომლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და ელექტრონული კომერციის განვითარება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. თიბისიმ გასული წლების განმავლობაში არაერთი პროექტი წამოიწყო ბიზნეს პროცესების გაციფრულების და ელექტრონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით.

ელექტრონული კომერციის აკადემიის კიდევ ერთი მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელთან ერთადაც აკადემია,  საერთაშორისო პარტნიორების - eTrade Alliance-ისა და ლათინური ამერიკის ელ.კომერციის ასოციაციების ქსელის eCommerce Institute-ის დახმარებით, სექტემბრიდან გადაამზადებს ელექტრონული კომერციის ტრენერებს სწავლა-სწავლების ინტერაქტიულ მეთოდოლოგიაში, ხოლო უშუალოდ აკადემიის თანამშრომლებს კურსის ორგანიზებისა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ასევე, ელექტრონული კომერციის აკადემიის მხარდამჭერია Mastercard, რომლის ფინანსური დახმარებითაც რამოდენიმე სტუდენტმა კურსზე სრული დაფინანსებით შეძლო სწავლა.

ელექტრონული კომერციის აკადემიაში შემდეგი მიღება სექტემბრიდან გამოცხადდება, ხოლო სწავლა 2022 წლის ოქტომბრიდან დაიწყება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტკოსები
"მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი ერთი ადამიანის სურვილს... გაიწვიეთ კვლავაც ეს კანონი პარლამენტიდან" - ბაჩუკი ქარდავა "ოცნების" უმრავლესობას

ამ ნეგატიური ფონის მიუხედავად დღეს პარლამენტში ერთი ნათელი წერტილი მაინც დავინახე - რუსული კანონის მხარდაჭერის ყველას რცხვენია, თუმცაღა, ნაბიჯები ისევ იდგმევა რუსეთის მსგავსი და ეს დასანანია. მაგრამ კ...

პოლიტიკა 1713277721

საზოგადოება
„ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს EU-ში მოხვედრა არ ეღირსება“ - ლაშა ბუღაძე

ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს EU-ში მოხვედრა არ ეღირსება, - ამის შესახებ  მწერალი  ლაშა ბუღაძე საუბრობს, რომელიც ამ წუთებშ პარლამენტთან რუსულ კანონს აპფროტესტებს. მწერალი პირდაპირ ამბობს, რომ ქ...

საზოგადოება 1713270021

აქციის მონაწილე
„ნაგავი, სამშობლოს გამყიდველები რუსეთისკენ მიიწევენ“ - აქციის მონაწილე

ნაგავი, სამშობლოს გამყიდველები რუსეთისკენ მიიწევენ, - ამის შესახებ პარლამენტთან აქციის მონაწილე საუბრობს. მოქალაქე ამბობს, რომ არ სურს რუსეთში ცხოვრება, წინააღმეგ შემთხვევაში უკვე იქ იქნებოდა. ამასთან...

საზოგადოება 1713269926

იოანე მახარაძე
„დასავლური ფულით გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. რუსეთმა მოაწყო გენოციდი, სიცოცხლე მოუსპო ათასობით უდანაშაულო ქართველს“ - იოანე მახარაძე

 გეოგრაფიის სპეციალისტი იოანე მახარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს: დასავლური ფულით საქართველოში დაფინანსდა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. დასავლური...

სოცმედია 1713267788

ფოტიგა
„ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან გადაახვევინოს“ - ანა ფოტიგა

ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვა კონკრეტული მიმართულებიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით...

პოლიტიკა 1713267702

ახალგაზრდეი
"ჩვენზეა დამოკიდებული, გავიმარჯვებთ ჩვენ თუ რუსეთი" - ახალგაზრდები დანებებას არ აპირებენ

რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტი არ წყდება. სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები დღესაც პარლამენტთან არიან შეკრებილები. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი არადემოკრატიული სტილის მმარ...

პოლიტიკა 1713267371