„ჩვენი ეკონომიკა მინუსშია, დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ“ - კახა ოქრიაშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა • 1664793243 210

პარლამენტში შემოვიდა 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი. მთავარი მაჩვენებელი - ეკონომიკის დაგეგმილი ზრდა
5 %-ია. სად არის ეკონომიკის არნახული, 15 %-იანი ზრდა?! წელს, ცხრა თვის მაჩვენებლით, წლიური ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა ლარში,
10 %-ს აღემატება - ესე იგი უკან მივდივართ. მარტივი მათემატიკა გვიჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა მინუსშია. აქვე, „ოცნება“ აანონსებს, რომ გაზრდიან ხელფასებს და პენსიებს - რის ხარჯზე ?! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ.
მანამ, სანამ ბატონ ივანიშვილს ექნება მიტაცებული ეს ქვეყანა, უსამართლო სახელმწიფო სტრუქტურებით, სუს-ით, შსს-თი, მართლმსაჯულების სისტემით, რომლებიც მის პირად დავალებებს ასრულებენ, ანადგურებენ ოპონენტებს, ცდილობენ, დაიმორჩილონ ან გაანადგურონ წარმატებული ხალხი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, თუ ნებისმიერი ნიშნით გამორჩეული ადამიანები, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს!
ქვეყნის მომავალი საფრთხეშია - ივანიშვილი, თავისი ბანდით, ხელისუფლებიდან უნდა გავისტუმროთ. ეს ქართველი ხალხის ხელშია. ჩვენ გვჭირდება 15 %-იანი ეკონომიკური ზრდა და ამას შევძლებთ თავისუფალი, კომპეტენტური მთავრობის პირობებში!

ქობულეთში ავარიას 25 წლის ბექა ირემაძე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხის ჯებირებს შეეჯახა. ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა. „საავადმყოფოსთან ვცხოვრობ, დილით 7 საათზე განწირულმა კივილმა გ...
სოცმედია • 1686256080

16 წლის გიორგი ზარქუა ზედა კიდურების გარეშე დაიბადა. გიორგი პარასპორტსმენია. პარატაიკვანდოში ის ევროპის ჩემპიონია და ამის გარდა, არაერთი სხვა ჯილდო აქვს სპორტის ამ სახეობაში...
საზოგადოება • 1686253800

„არ მოკვდე, გეხვეწები... ჯერ ჩემში მეტი სიყვარული მაქვს შენთვის საპოვნელი... არ მოკვდე, გთხოვ... ვიცი, როგორ სახლს აგიშენებ, პატარას, ფერადს, აივნით, ბაღით, ეზოში ჰამაკით და ოთახში ბუხრით... ხომ ასეთ...
სოცმედია • 1686253500

ვერძი ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს მეტი ყურადღება და ტაქტი გამოიჩინოთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევა, რომელიც შეიძლება დაპირისპირებასა და ორმხრივ შეურაცხყოფაში გადაიზ...
ეს საინტერესოა • 1686253080

"ევროკავშირმა დღეს თქვა: საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან წელს არის 28%. უკიდურესად დაბალი. შარშან 44 % იყო. ზოგიერთი კანდიდატი ქვეყნის მაჩვენებელი...
სოცმედია • 1686252900

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 9 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და მრე...
საზოგადოება • 1686250560