„დღეს იწყება ახალი ეტაპი არა მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, არამედ ქართული ავიაციის ისტორიაში“ - ირაკლი ქარქაშაძე

ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს ისტორიაში პირველად,  საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო აეროპორტის უმაღლესი კატეგორიის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც დღეიდან ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის  მშენებლობა დაიწყო.

„დღეს იწყება ახალი ეტაპი არა მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, არამედ ქართული ავიაციის ისტორიაში. საქართველოს ექვსი აეროპორტიდან ოთხში ერთდროულად იწყება ფართო მასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები: თელავში და მესტიაში აშენდება ახალი ტერმინალები. ხოლო ქუთაისში იწყება ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

 

ახალი ინფრასტრუქტურით, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი აეროპორტი მგზავრთნაკადის 5 მილიონიან ნიშნულს მიაღწევს.

ჩვენ გვაქვს  საავიაციო ბიზნესის სტაბილური ზრდა, რამაც განაპირობა არა ერთი მსოფლიო დონის ავიაკომპანიის შემოსვლა ჩვენს აეროპორტებში“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისივე განმარტებით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას. ასევე, სამომავლოდ, დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებები დაემატოს.

აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება უპრეცედენტოდ დიდია - 240 მლნ ლარამდეა და ჯამურად, 2012-2024 წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარით აღემატება.

 

ახალი,  3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების  ჩართულობით,  მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა ცოტა ხნის წინ დაასრულა.

 

პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

 

რის შემდეგაც,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში,რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

დღეისათვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებას უზრუნველყოფს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნათია მეზვრიშვილი
„აქციებში მონაწილეობას მივიღებთ“ - ნათია მეზვრიშვილი

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით, მათ შორის ვეხმარებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი...

პოლიტიკა 1730467064

თსუ- ჰონგ-კონგი
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასწავლო ვიზიტით  ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დიპლომის მიმნიჭებელი პროფესიული პროგრამის დელეგაცია ეწვია. ოცდასამკაციან დელეგაციას  თსუ-ის ვი...

განათლება 1730467003

ხუხაშვილი
„ოპოზიციური პარტიების სირთულე სწორედ ამაშია” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ცვლილება მიზანი, ან მითუმეტეს თვითმიზანი კი არ არის, ეს არის საშუალება იმისათვის, რომ მივაღწიოთ რეალურ მიზანს – ყველა იმ მანკიერების აღმოფხვრას, რაც ხელს უშლის...

სოცმედია 1730464490

ესპანეთი წყალდიდობა
ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 205-მდე გაიზარდა

ესპანეთში მასშტაბური წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 205-ს მიაღწია. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება და მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის კიდევ გაზრდა. 202 დაღუპული ვალენსიის რეგიონში აღირიცხა. ესპანეთ...

მსოფლიო 1730464316

პრესა
“შეწყვიტეთ თავდასხმები ჟურნალისტებზე” – პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ითხოვენ

პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ჟურნალისტების დაცვას ითხოვენ. განცხადების ხელმომწერი 6 საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლებიც მედიის თავისუფლების, ასევე, ორგანიზაციების გამოხა...

პოლიტიკა 1730463847

მდინარაძე
„ახლა ვართ ჩელიაბინსკში, ვერ ხვდებით, რომ ჩელიაბინსკში ვართ? – მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს

„არ მოუტყუებია ხაზარაძეს- ჩვენ ხომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, ახლა ვართ ჩელიაბინსკში, ვერ ხვდებით, რომ ჩელიაბინსკში ვართ? თქვენ თბილისში გგონიათ თქვენი თავი ?! რუსული, რუსული, რუსული – მე მგონი ამ სიტყვ...

პოლიტიკა 1730463662