Eastern Promotions და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს Jazz and Wine Kakheti

თიბისი

 

 

 

16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში, რადისონ ქოლექშენში (Tsinandali Estate) რიგით მეხუთე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება.

 

ფესტივალში, ტრადიციულად, ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - ფესტივალის ფარგლებში გაიმართება რუდი ვალენტინოსა და ბალერას (იტალია) კონცერტი; სპეციალურად „Jazz and Wine Kakheti“-სთვის ქართველმა, ამერიკელმა, პოლონელმა და იტალიელმა მუსიკოსებმა შექმნეს პროექტი სახელწოდებით “UNITED PIANIST” feat.: დენი გრისეტი / Danny Grissett (აშშ), მიხალ ტოკაი / Michal Tokaj (პოლონეთი), რობერტ ტარენზი/ Robert Tarenzi (იტალია), პაპუნა შარიქაძე /Papuna Sharikadze (საქართვლო), რომელიც მხოლოდ ფესტივალის სტუმრებისთვის შესრულდება; სტუმრების განწყობაზე ასევე იზრუნებენ დიჯეი მაესტრო და სუზან ალტ / DJ Maestro & Susanne Alt (ნიდერლანდები).

 

„Jazz and Wine Kakheti“-ის სტუმრებისთვის ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები, ტრადიციულად, მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე მათ საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; იტალიელი მზარეულები მაურიციო სიცილიანო და ემანუელა კარლი კი გამართავენ კულინარიულ შოუს და სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებენ.

 

„Jazz and Wine Kakheti“ კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება - სტუმრებისთვის კოვიდ-რეგულაციების ნორმების დაცვას ფესტივალის პარტნიორი კლინიკა რეიმანის გენეტიკურ-მოლეკულური ლაბორატორია „რეიგენი” უზრუნველყოფს. გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვისა,  საფესტივალო სივრცეში, დამატებითი უსაფრთხოებისთვის, დამონტაჟებული იქნება დანადგარი, „ეარსენსი“, რომელიც გამოიყენება ჰაერში კოვიდ-19-ის არსებობის დასადგენად ვირუსის ადრეულ ეტაპზევე. ეარსენსი არის უახლესი ტექნოლოგია, რომელსაც უკვე იყენებენ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და თავშეყრის ადგილებში.

 

რეგულაციების სრულად დაცვის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ  ვირუსი მაინც დაფიქსირდება საფესტივალო სივრცეში, ყველა დამსწრე ადამიანი დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული ამის შესახებ.

 

კოვიდ-ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, „Jazz and Wine Kakheti“-ის ფესტივალზე დასასწრებად, სტუმრებმა ადგილზე უნდა წარმოადგინონ, 72-24 საათის შუალედში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან კოვიდ პასპორტი. სპეციალურად „Jazz and Wine Kakheti“-ის

 

ფესტივალის სტუმრებისთვის PCR ტესტის ჩატარება შესაძლებელია კლინიკა „რეიმანის” გენეტიკურ ლაბორატორიაში ექსკლუზიურ ფასად (მის.: სანდრო ეულის 7). აღსანიშნავია, რომ „რეიმანის” გენეტიკურ ლაბორატორიაში ტესტის ჩატარება შესაძლებელია როგორც ინოვაციური სპესიმაქს სალივა (SpeciMAX Saliva) მეთოდით (მხოლოდ ნერწყვის ნიმუშის გამოყენებით), ასევე სტანდარტული PCR ტესტით.

 

ფესტივალის ნაკრების შეძენა სტუმრებს შეუძლიათ ბმულზე: www.tkt.ge

თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.

 

JAZZ & WINE Kakheti

16 ოქტომბერი, წინანდლის მამული რადისონ ქოლექშენი

ფესტივალის პროგრამა:

14:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი:

 

რუდი ვალენტინო და ბალერას / Rudy Valentino & Baleras -ის კონცერტი (იტალია),

 

ქართული ღვინის დეგუსტაცია; 

 

მაურიციო სიცილიანო და ემანუელა კარლი / Maurizio Siciliano & Emanuela Carli-ის კულინარიული შოუ (იტალია)

 

20:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი:

 

სპეციალური პროექტი: “UNITED PIANIST” feat.: დენი გრისეტი / Danny Grissett (აშშ), მიხალ ტოკაი / Michal Tokaj (პოლონეთი), რობერტ ტარენზი/ Robert Tarenzi (იტალია), პაპუნა შარიქაძე /Papuna Sharikadze (საქართვლო). 

 

22:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი:

 

დიჯეი მაესტრო და სუზან ალტ / DJ Maestro & Susanne Alt (ნიდერლანდები)

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბერძნეთის კაპიტანი
„საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადე“ - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად ს...

სპორტი 1711684688

ანა წერეთელი
ფოტო: „ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე“ - ანა წერეთელი

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ანა წერეთელი სოცქსელში წერს: „ეს ორი დღეა სადღაც შორიდან ჩამესმის გადაცემებში პოლიტიკოსების ხმა პოლიტიკურ საკითხებზე) როგორც კი ფეხბურთს ახსენებს რომელიმე მათგანი, გულში ვფი...

სოცმედია 1711684382

გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა - ნახეთ, რამდენია მისი სატრანსფერო ღირებულება

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის, “ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ათ საუკეთესო მეკარეს შორის მე-7 პოზიციას იკავებს. Transfermarket-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ,...

სპორტი 1711684182

ნოე სულაბერიძე თურქი მსახიობები
ვიდეო: ,,მოუთმენლად ველოდებით” – ნოე სულაბერიძე ცნობილ თურქ და ქართველ მსახიობებთან ერთად

ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე თურქეთში ცნობილი თურქული სერიალის ,,ვენდეტას” მსახიობების გასაცნობად ჩავიდა. ნოე სულაბერიძის გადაცემაში ასევე ვიხილავთ ქართველ უნიჭიერეს მსახიობს, ნანუკა სტამ...

სოცმედია 1711683779

ფეხბურთი
როგორ მოვხვდეთ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე

ისტორიული მატჩის შემდეგ საქართველოს ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე თვე აშორებს. წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა სტარტს გერმანიაში 14 ივნისიდან აიღებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშ...

სპორტი 1711682034

პუტინი
რუსი სამხედროების 99,27%-მა არჩევნებში ხმა პუტინს მისცა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხმა რუსი სამხედროების 99,27%-მა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, უწყება ირწმუნება, რომ კენჭისყრ...

მსოფლიო 1711681850