ეკონომიკის ოლიმპიადის 10 ფინალისტთან შეხვედრა გაიმართა - ოლიმპიადის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

ეკონომიკის ოლიმპიადა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, წელს პირველად საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა. საერთაშორისო ორგანიზაცია INEV-ის მანდატის ქვეშ განხორციელებულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად 342 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა, რომელთაგან 10 ფინალისტი გამოვლინდა.

 

მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე სლოვაკეთში გაემგზავრა საერთაშორისო ტურში საასპარეზოდ, სადაც ისინი 18 ქვეყნის გამორჩეულ მოსწავლეებს პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ.

 

წელს საქართველომ მონაწილე ქვეყნებს შორის საშუალოზე მაღალი შედეგი აჩვენა და ქვეყნების რეიტინგში მეხუთე, ხოლო 2023 წლის დებიუტანტ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

მიღწეული შედეგების აღსანიშნავად კი საუკეთესო შედეგის მქონე ათ მოსწავლესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) დირექტორმა, ლევან ფავლენიშვილმა და Economic Fundamentals Initiative-ის დირექტორმა, რენდი ფილერმა, მოსწავლეებს სერტიფიკატები და პრიზები გადასცეს. ასევე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

“საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნასა და ფინანსური განათლების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორები ვართ. მოსწავლეების მიერ საერთაშორისო ოლიმპიადაში მოპოვებული წარმატება კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენებს ახალგაზრდების დიდ პოტენციალს, რომლის გამოსავლენად ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ, რათა ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის შესაძლებლობები“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

 

ეკონომიკის ოლიმპიადისადმი გამოვლენილი მაღალი ინტერესის გამო, საქართველოს ბანკისა და GELi-ს თანამშრომლობა გრძელდება. შესაბამისად, მოსწავლეებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი თავი როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

 

ეკონომიკის ოლიმპიადა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ფინანსური ინსტიტუტის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პორტფოლიო მრავალ პროექტს ითვლის, რომელთა მეშვეობით ბანკმა 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლუკა კურტანიძე
ლუკა კურტანიძის ყრილობაზე არშეშვებას ფორმალობა ვერ გაამართლებს - ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ჩვენთვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი გახდა ერთი უსიამოვნო და დ...

სპორტი 1701721800

ღოღობერიძე
"ნუ ხარჯავთ ამაში ფულს, არ გჭირდებათ... - რა მიმართვას ავრცელებს გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა იწვევს ყველაზე ხშირად კიდურებში დაბუჟების შეგრძნებას და რამდენად რეალურია კორონავირუსის დროს ამ ნიშნებით თრომბოზის განვითარების ვარაუდი: "ბოლო პერიოდში ხელებში დ...

საზოგადოება 1701721500

ამინდი
როგორი ამინდი იქნება 7 დეკემბრამდე - ნახეთ, განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვე...

საზოგადოება 1701721140

ოთარ ფარცხალაძე
რისთვის ჩამოვიდა ოთარ ფარცხალაძე თბილისში

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...

პოლიტიკა 1701719429

სახ
"ბედნიერი ამბები გვაქვს... ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა... ვუყიდეთ საცხოვრებელი სახლი" - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...

სოცმედია 1701719400

მეგი გოცირიძე
"ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწვევს…” – რას წერს მეგი გოცირიძე

"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...

სოცმედია 1701719370