„ენკამ“ დახურა ყველა ოფისი და წავიდა“ - რომან გოცირიძე

გოცირიძე

„ენკამ“ დახურა ყველა ოფისი და წავიდა,“ - ამის შესახებ ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ენკამ” დახურა ყველა ოფისი და წავიდა. ალბათ, საერთაშორისო არბიტრაჟში დავის მომსწრენი გავხდებით.

“ენკამ” მილიონობით ფული დაურიგა ადგილობრივ მოსახლეობას მიწების გამოსყიდვის პროცესში. მათ უნდა დააბრუნონ ეს ფული ( თუ მხოლოდ ეს გვაკმარა სასამართლომ, მაგრამ, ასე ნამდვილად არ იქნება) და არა საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.

“ნამახვანის” გამოსვლებმა ბევრი გააბრიყვა. რას ვიზამთ, ბევრჯერ გვინახავს ხალხი მოტყუებული და გაბრიყვებული. ყველაზე მეტად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც, წესით არ უნდა ბრიყვდებოდნენ. როგორ გამოვარდნენ სოლიდარობის აქციაზე ვარლამებისა და სხვადასხვა ჯურის მარშისტების მხარდასაჭერად, როგორ ამბობდნენ, ძლივს არ ვიხილეთ ნამდვილი, გულწრფელი, ხალხის წიაღიდან წამოსული პროტესტიო. როგორ ეტრფოდნენ “უბრალო ადამიანებს”, როგორი “სენსიტიური” პოსტები უძღვნეს. “ჩემს დედიკოს ბალახის სუნი ასდის, შენს დედიკოს სუნამოსი”. ყვებოდა ერთი ადიოდე წლის წინათ ტელევიზორში ვიღაც პოეტი თუ თვითმარქვია პოეტი ძალიან მგრძნობიარე ლექსს, რომელიც სოფლის იდილიას, მიწაზე შრომის იდილიას, დედის იდილიას აღწერდა და სუნამოიან “ბურჟუებს” ლანძღავდა. “იდილიურ” თემებზე წამოეგებიან ხოლმე ჩვენი “პრადვინუტები”, კალმახის გადარჩენაზე ცრემლებს რომ ღვრიან და იმას ვერ ხვდებიან, თუ რა კავშირშია ელექტროენერგია იმასთან, ქვეყანა რომ იცლება და ადამიანები რომ შიმშილობენ, ვერ გაუცნობიერებიათ, ეკონომიკაზე რომ გადის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ბედი.

როგორც საშუალო კლასი არ ჩამოყალიბებულა, ის არ ჩამოყალიბებულა ის “საშუალო კლასი”( პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტის სახით), რომელიც სტაბილურობას შესძენდა ჩვენს ცხოვრებას და რომელიც უკან კი არ აედევნებოდა ვარლამებს, არამედ წინ გაუძღვებოდა მათ სწორი მიმართულებით. ამითაც განვსხვავდებით ევროპისაგან. მივალთ ალბათ ჩვენც მაქამდე, ოღონდ გააჩნია რა დროში."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სტეფანჩუკი
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს“ - რუსლან სტეფანჩუკი

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან წერილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს გაუგზავნა და უკრაინაში ვიზიტისას გამოვლენილი სოლიდა...

პოლიტიკა 1653550313

ბაიდენი
ბაიდენის წერილი ღარიბაშვილს - „მსურს, თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ბაიდენის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ აშშ აფასებს გლობალური უსაფრთხოები...

პოლიტიკა 1653550217

ჰარცელი
„ახლა არის დრო, საქართველომ ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას" - ჰარცელის მილოცვა

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვაში ის საუბრობს საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და ამბობს,...

პოლიტიკა 1653548125

აშშ საელჩო
„26 მაისი შედეგია სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის“ - აშშ-ს საელჩოს მილოცვა

აშშ-ს სალეჩო დამოუკიდებლბის დღეს გვილოცავს. „საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვ...

პოლიტიკა 1653547870

ბართლომე
„რუსეთის ეკლესიამ იმედები გაგვიცრუა“ - მსოფლიო პატრიარქი

მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი ამბობს, რომ რუსეთის ეკლესიამ უკრაინაში ომის მხარდაჭერით იმედები გაუცრუა. ამ თემაზე მან ERT1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "შეუძლებელი  იყო ყველა ეკლესიისთვის, არ და...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653547098

მერაბ კოსტავა
დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა - ეროვნული გმირი 83 წლის გახდებოდა

დღეს, 26 მაისს საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა - ის 83 წლის გახდებოდა. საქართველოს ეროვნულმა გმირმა, მერაბ კოსტავამ, მოღვაწეობის განმავლობაში, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით არ...

პოლიტიკა 1653546649