ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს

ოქროს ზოდები

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზანი საინვესტიციო ბაზრისა და აქტივების დივერსიფიცირებაა.

"ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.

ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. უმაღლესი სინჯის ზოდები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბანკი განმარტავს, რომ სერტიფიკატის მფლობელს რამდენიმე უპირატესობა აქვს - მას შეუძლია სერტიფიკატის როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვა, ასევე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება. ოქროს სერტიფიკატების შეძენას მომხმარებლები კომერციულ ბანკებში შეძლებენ. ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად შეიცვლება/დადგინდება.

ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალის იქნება. მათი გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყება. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სადღობელაშვილი
“ცდილობენ სხვა პატიმრების სახელით ციხიდან დორბლიანი მიშა გამოიყვანონ!” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:   იაგო ხვიჩის და მეგრელიშვილის ამნისტიის კანონი სრულიად ერგება სააკაშვილს! ამ ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჭით ეს გაყიდულები ცდილობენ სხვა პატიმრების ს...

სოცმედია 1709150936

ზურაბიშვილი ივანიშვილი
“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა:   “ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში და...

პოლიტიკა 1709150882

დაკარგული მამაკაცი
დიდ დიღომში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერაიას ეძებენ.     ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   „ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად "13". სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სახლში არ ყოფილა რამდენიმე დ...

საზოგადოება 1709150793

მოკლული გოგო
"დასახიჩრებული იყოო, ამბობენ... ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, წი­ნუ­ბან­ში მოკ­ლულ 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხე­ლე­ბი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­...

კრიმინალი 1709150631

თაგარტი
გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709150529

ავტობუსები
2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით,...

საზოგადოება 1709150372