“ეს რომ არ გაგვეკეთებინა – გავღარიბდებოდით” – ნათია თურნავა

თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ბოლო ორ თვეში სავალუტო რეზერვებიდან ასობით მილიონი დოლარის გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

“წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რა თქმა უნდა, გაუარესდა მოლოდინები. გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ, რომ მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას, გააღარიბებდა ბიზნესს, შეარყევდა ლარის მიმართ ესოდენ დიდი ძალისხმევით ნაგროვებ ნდობას და ამის უკან შეტრიალება გაცილებით უფრო რთული იქნებოდა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.ცნობისთვის, სავალუტო რეზერვები ისტორიულ მინიმუმზეა. ირკვევა, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთ წლის განმავლობაში რეზერვების მოცულობა ჯამში ერთი მილიარდით შეამცირა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
როიტენი
„EU-მ მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ოცნების“ ლიდერებისა და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით“ - როიტენი

ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქს...

პოლიტიკა 1733468351

ნიკა გვარამია
„ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყეს პროცესი, ადვოკატებს ინფორმაცია არ მიაწოდეს“ - მარიკა არევაძე

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია:   "ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყ...

პოლიტიკა 1733468102

ლიეტუვა
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც EU-ს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც  მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...

პოლიტიკა 1733466513

პარლამენტი
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...

პოლიტიკა 1733466395

სპეცრაზმი ცემა
"აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი 35 საათის განმავლობაში სამედიცინო დახმარებას ითხოვდა" - "უფლებები საქართველო"

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, 4 დეკემბერს, გამთენიისას აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი სამედიცინო დახმარებას 35 საათის განმავლობაში ითხოვდა. მათი ცნო...

პოლიტიკა 1733465474

კეკელიძე
„შევიტყვე, თურმე ჩემი "შეხედულებების გამო" ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც“ - გიორგი კეკელიძე

„"ახლა შევიტყვე, რომ თურმე ჩემი ,,შეხედულებების გამო"  ერთი-ორი სკოლისთვის ჩემთან შეხვედრის გადადება მოუთხოვია ვიღაცას სადღაც.სკოლებში სამი მიზეზით დავდივარ - წიგნები მიმაქვს, წიგნიერებაზე ვესაუბრები...

სოცმედია 1733464672