„ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში" - თიბისი კაპიტალმა AmCham-ის წევრებს პუბლიკაცია წარუდგინა

კაპ

თიბისი კაპიტალმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლა.

 

პუბლიკაციში - „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში" საქართველოს ეკონომიკაზე და ქართულ ბიზნესზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პოტენციური გავლენაა  განიხილული.

 

საქართველოსთვის ევროკავშირი სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია.

 

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში განხილულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რომელიც აჩვენებს თუ როგორ უწყობს ხელს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

 

პუბლიკაციაში განხილული ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ერთ-ერთია  ბულგარეთის  მაგალითი. ბულგარეთმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ - 2000-2006 წლებში, ევროკავშირში ექსპორტის წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა. 2022 წელს კი - 60%. წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა. გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც.

 

შეხვედრაზე თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა - ოთარ ნადარაიამ, მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მოლოდინები მიმოიხილა.

 

ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარაა და მცირდება, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს.

საქართველოში მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და მომავალში ტენდენციის კლებაა მოსალოდნელი.

 

უკვე დაბალია ფასების ზრდის ტემპიც. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვების და მომგებიანობის მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი.

 

ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ამასთან, ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში აშშ დოლართან მიმართებაში უფრო მყარ ევროზე თანხმდება.

 

საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია.

 

პუბლიკაციაში, საბაზო სცენარების გარდა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიცაა განხილული. მნიშვნელოვანია კონფლიქტის გავლენა საქართველოში ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. ისრაელის წილი საქართველოში ტურიზმის მიმართულებით - 6,7%, ფულად გზავნილებში კი 5,3%-ია. ნოემბრის მდგომარეობით, თიბისის არხებით ისრაელის მოქალაქეების მიერ საბარათე გადახდებისა და ისრაელიდან გზავნილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე გზავნილებზე ნეგატიური გავლენა არ იკვეთება და ტურიზმის შემცირებასთან ერთად, ისრაელიდან პოზიტიური მიგრაციის ეფექტიც ჩანს.

 

„ამერიკის სავაჭრო პალატისა და თიბისის ერთობლივი ღონისძიებები უკვე ტრადიციაა. 2022-ის ბოლოსაც შევაჯამეთ წელი. წელს პალატის წევრებს მეორედ შევხვდით და მაკროსექტორული შეჯამება და სამომავლო პროგნოზები წარვუდგინეთ იმისთვის, რომ სწორი სტრატეგიული გადაწყვეტები მიიღონ. ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინი და ხედვა ჰქონდეს იმ გარემოში, სადაც ოპერირებს. სწორედ ამიტომ, თიბისი კაპიტალმა, როგორც ქართული ბიზნესების სტრატეგიულმა მრჩეველმა, პირველმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია და გააანალიზა პრაქტიკაში რას ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისთვის და ბიზნესსექტორისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ოპტიმისტურად ვუყურებთ იმ შესაძლებლობებს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოჰყვება. AmCham-თან ერთად, თიბისი იქნება ბიზნესების მხარდამჭერი საერთაშორისო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სადღობელაშვილი
“ცდილობენ სხვა პატიმრების სახელით ციხიდან დორბლიანი მიშა გამოიყვანონ!” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:   იაგო ხვიჩის და მეგრელიშვილის ამნისტიის კანონი სრულიად ერგება სააკაშვილს! ამ ავანტიურისტული და პროვოკაციული ნაბიჭით ეს გაყიდულები ცდილობენ სხვა პატიმრების ს...

სოცმედია 1709150936

ზურაბიშვილი ივანიშვილი
“ეს ოლიგარქიის დასასრულს ნიშნავს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის თქვა:   “ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში და...

პოლიტიკა 1709150882

დაკარგული მამაკაცი
დიდ დიღომში 37 წლის მამაკაცს ეძებენ

დიდ დიღომში 37 წლის დავით ბერაიას ეძებენ.     ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.   „ყურს ქვევით აქვს საკმაოდ დიდად "13". სავარაუდოდ, იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, სახლში არ ყოფილა რამდენიმე დ...

საზოგადოება 1709150793

მოკლული გოგო
"დასახიჩრებული იყოო, ამბობენ... ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, წი­ნუ­ბან­ში მოკ­ლულ 21 წლის ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხე­ლე­ბი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ად­...

კრიმინალი 1709150631

თაგარტი
გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709150529

ავტობუსები
2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად სხვადასხვა მარშრუტზე გავა

2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით კიდევ რამდენიმე მარშრუტზე გაეშვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით,...

საზოგადოება 1709150372