ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგანგებო განცხადება

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული განცხადება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ - არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას.

 

საქონლის იმპორტი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, რეალურად გაზრდილია, რაც მისასალმებელია, მით უფრო, ეკონომიკური აქტიურობის შემცირებისა და იმ შეზღუდვების მოქმედების შემდგომ, რასაც იწვევდა პანდემიის გავლენა მსოფლიოზე.

 

ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლების დიდი ნაწილი მოდის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მომსახურე კომპანიების მიერ შემოტანილ მანქანებსა და მოწყობილობებზე, ტურბინებზე, ელექტრომოწყობილობებზე, ზეთებსა და აკუმულატორებზე, ელექტროენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების, მათ შორის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას და სს ეპ „ჯორჯია გენერაციის“ მიერ შემოტანილ ელექტროაპარატურაზე, ტრანსფორმატორებზე, ელექტროსადენებზე, აკუმულატორებზე და მეტალოკონსტრუქციებზე, ასევე სხვა კომპანიების მიერ შემოტანილ მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე და სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, რომლებიც განკუთვნილია ადგილზე მოხმარებისათვის და არა სხვა ქვეყნებში რეექსპორტისათვის.

 

ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო განუხრელად ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს. ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის, ტრანზიტი, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს. შესაბამისად, დასახელებული სანქციების მოქმედების პერიოდში, ევროკავშირში (მ.შ. ჩეხეთის რესპუბლიკაში) წარმოებული საქონლის რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებაზე, ასევე რუსეთის ფედერაციიდან ჩეხეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების დანიშნულებით გადაადგილებაზე უარის ასეულობით შემთხვევაა.

 

ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ისევე როგორც ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.

 

ამ ფონზე, გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება და ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორი ქვეყნის მიმართ ეჭვის შეტანა.

 

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა, რომელზეც მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ჩეხეთის საელჩოც, სადაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე დეტალურად გასცნობოდნენ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარე ტვირთების კონტროლის პროცედურებს.

 

საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში. შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, კვლავაც ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და

 

არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა.

 

კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა - ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ შესაბამის უწყებასთან - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რაც სამწუხაროდ, არ მომხდარა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩის მხრიდან.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯაფარიძე
„ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, წინ რუსული კანონის არაერთი მოსმენაა, კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ქუჩაში გასვლა“ - ზურა ჯაფარიძე

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო: 1. ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, საკუთარი, შვილების თუ შვილიშვილების თავ...

პოლიტიკა 1713424882

აქცია არა რუსულს
"ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს" - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები

ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს - ასე აფასებენს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები "ქართული ოცნების" მიღებულ გადაწყვეტილებას, მიიღოს რუსული კანონი. მოსამართლეები ყურადღებას კონსტიტუციის 7...

პოლიტიკა 1713424495

ელისაშვილი
„აგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი“ - ალეკო ელისაშვილი

"უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში გადამიყვანეს წერეთელზე რომ შსს...

პოლიტიკა 1713424145

ზურა ხაჩიძე
„სრული ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომ ეს კანონი მიიღოს, კარგად ვიცი მოსახლეობის განწყობები, ამ კანონში უმრავლესობა ვერაფერ რუსულს ვერ ხედავს“ – ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას სრული ლეგიტიმაცია აქვს მოსახლეობის დიდი ნაწილისგან, რომ მიიღოს კანონპორექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ამის შესახებ მან „იმედი LIVE“-ში...

პოლიტიკა 1713423813

ვიოლა ფონ კრამონი
„ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს ატარებს“ - კრამონი

"ივანიშვილის სიფრთხილის ზომებს ატარებს", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი "ოცნების" სპეცოპერაციას ივანიშვილის ქონების გადასარჩენად. ევროპარლამენტარი ქართველ ოლიგარქს მოუწოდებს, რომ...

პოლიტიკა 1713423605

ნინი შერმადინი
„ყველაზე სუფთა, მიუკერძოებელი და სამართლიანი ადამიანია…“ – ნინი შერმადინი ნოდიკო ტატიშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს

„შევარდნაძის დროსაც ვმღეროდით, სააკაშვილის დროსაც და დღესაც. არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის კარის მომღერალი“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში და მისი კოლეგის, მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის მხარდა...

სოცმედია 1713423476