Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ცნობილია

ფულბრაითი

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ  აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში ბანკი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულებს ავლენს და მათ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას 100%-ით უფინანსებს.

 

წლევანდელი Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში ბანკმა სამი გამარჯვებული გამოავლინა:

 

·

 

მერი ქადაგიძე სწავლას ვაშინგტონის უნივერსიტეტში, განათლების პოლიტიკისა და ლიდერობის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს;

·

 

იაკობ დადვანი Texas A&M-ის, ბუშის სახელობის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლაში, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე, ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის მიმართულებით ისწავლის;

·

 

გვანცა დოლბაია ნოტრ დამის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, სამართლის ფაკულტეტზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის  სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას.

 

საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს. პარტნიორობის ფარგლებში ბანკის 100%-იანი დაფინანსებით უკვე 12-მა ახალგაზრდამ მიიღო აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე განათლება. წელს კი მათ რიცხვს კიდევ სამი ახალგაზრდა შეემატება.

 

„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო პოტენციალის. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, ჰქონდეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი მიზნების მისაღწევად კი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს Fulbright-ის პროგრამა იკავებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, ისწავლონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში 12-მა ახალგაზრდამ მიიღო ბანკისგან დაფინანსება, წელს კი მათ რიცხვს 3 სტიპენდიატი შეემატა. გვინდა მივულოცოთ მათ ეს დამსახურებული გამარჯვება და წარმატებები ვუსურვოთ კარიერული და პროფესიული განვითარების გზაზე“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

ინფორმაციისთვის, Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება ყველა იმ წარმატებულ სტუდენტსა და ახალგაზრდა პროფესიონალს შეუძლია, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ში ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით სურთ.

ინფორმაციისთვის:

Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას თბილისში აშშ საელჩო უწევს. Fulbright-ის სტიპენდია მთელს მსოფლიოში აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას წარმოადგენს. სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს.

ამჟამად, მიმდინარეობს „ფულბრაიტის“ 2025-2026 წლის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსი. საბუთების მიღება  1 აგვისტომდეა შესაძლებელი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხუხაშვილი
„ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს: ორი რამ არის სრულიად ცხადი, რაც გუშინდელ “შაბაშში” კარგად ჩანდა.1. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია აღიარებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი.გა...

პოლიტიკა 1721189573

ქალთა ნაკრები
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშ...

სპორტი 1721188625

კოიძე
ვიდეო: „უაიმე, ჩვენი მადო რა დღეშია... ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია“

ბლოგერი დომენიკ მანგოუაიმე ჩვენი მადო რა დღეშია თურმე    დიდი არაფერი მადონა რას ფიქრობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში რომ ამის მატლებიან ვიდეოებს აღარ ჩავრთავ, ეგ უკვე ცხადია.  

სოცმედია 1721188545

ზარქუა
„190 მეტრზე როგორ აიტანა თინეიჯერმა იარაღი და ისროლა 7-ჯერ? - ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ ჩვენც შევეცდებით, არგუმენტირებულად ვუპასუხოთ“ - ირაკლი ზარქუა

190 მეტრზე თინეიჯერმა როგორ აიტანა იარაღი და როგორ ისროლა 7-ჯერ, ამ კითხვაზე პასუხს რომ გასცემს ბატონი მილერი, შემდეგ უკვე ჩვენც შევეცდებით, რომ არგუმენტირებულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნ...

პოლიტიკა 1721187422

ხაზრაძე და ცოლი
„იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს“ - მამუკა ხაზარაძის სიყვარულის ამბავი

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტა...

სოცმედია 1721186996

ნანუკა ჟორჟოლიანი
,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მი...

სოცმედია 1721186765