გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე აშშ-ში სასწავლებლად

 ფულბრაიტი

საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.

 

ინიციატივის ფარგლებში, ნებისმიერ მოტივირებულ, ნიჭიერ და აქტიურ ახალგაზრდას, რომელმაც ბაკალავრის საფეხურზე სწავლა დაასრულა, აქვს შესაძლებლობა, შეავსოს განაცხადი, გაიმარჯვოს და გაემგზავროს ამერიკაში მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს პროგრამისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ. აპლიკაციების გაგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 აგვისტო.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის დაფინანსებით, აშშ-ში უკვე 8 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გაემგზავრა განათლების მისაღებად, წელს კი მათ რიცხვს 2022 წლის კონკურსის გამარჯვებულებიც შეემატებიან.

 

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან პარტნიორობით, 2014 წლიდან ვახორციელებთ Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც, ქართველ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი განათლება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი უნარები და განვითარდნენ. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, უკვე რვა ქართველი სტუდენტი გაემგზავრა ამერიკაში სასწავლებლად მომავლის პროფესიების, ბიზნესის ადმინისტრირების და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებით. პროგრამის მიმართ დაინტერესება მუდმივად იზრდება, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და აქტიურად გავაგრძელოთ ახალი ინიციატივების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

 

ინფორმაციისთვის, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას აშშ-ს საელჩო უწევს. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა აშშ-ში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე, მათ შორის, ბიზნესის ადმინისტრირებაზე, სურს. პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.

 

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ახალგაზრდებს განათლების და განვითარების შესაძლებლობას აძლევს, სწორედ ამ მიზნით, ორგანიზაცია 35-ზე მეტი მსხვილი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია. საქართველოს ბანკის ინიციატივებში ჩართული მოსწავლეების, სტუდენტების და ახალგაზრდების რაოდენობა კი 100 000-ს აჭარბებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
წყლის შესხმა ირმა ზავარდაშვილი
ვიდეო - ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს წყალი შეასხა

ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს წყალი შეასხა. იმ დროს, როცა გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ტრიბუნაზე იდგა და რუსულ კანონს აპროტესტებდა "ქართული ოცნების" დეპუტატმა მას წყალი შეასხა სახეში.   

პოლიტიკა 1716906156

პაპუასვილის მანქანა
პაპუაშვილმა პარლამენტის შენობა იმ დროს დატოვა, როცა რუსულ კანონზე მსჯელობა დასასრულს უახლოვდება

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შენობა მანქანით დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანო იმ დროს დატოვა, როცა რუსულ კანონზე დასკვნით ეტაპზე მიდის სასესიო სხდომა. რამდენიმე წუთში რუსულ კანონზ...

პოლიტიკა 1716905967

ვერე ცხაურები
ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება

ვერეს ხეობაში 2015 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, დედაქალაქის მერიამ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ორი ნატანდამჭერი ცხაური მოაწყო, რომლის სისტემატური შემოწმება და გასუფთავება ხდება. ცხაურების გ...

საზოგადოება 1716904581

ხოფერია
„მიშას ძუკნა... რა იცი, შე ბოზო, რა არის სინდისი“ - ხათუნა ხოფერია ხატია დეკანოიძეს

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოცქსელში წერს: დეკანოიძე- მიშას ძუკნა, უკრაინიდან გამიგდებული მეძავი, რამდენს ბედავს?!… სინდისიო… რა იცი, შე ბოზო, რა არის სინდისი…  

სოცმედია 1716903926

ვოლსკის შვილი
ვოლსკის შვილს ვაშინგტონში $476 000-იანი სახლი აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის და რუსული კანონის მიმღები დეპუტატის,  გია ვოლსკის შვილს აშშ-ში სახლი აქვს. სტუდია მონიტორის ინფორმაციით, სანდრო ვოლსკიმ ვაშინგტონში სახლი 2019 წელს, 476 000-დოლარად შეიძინა....

პოლიტიკა 1716903433

კალაძე
„ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი“ - კახა კალაძე არაღიარების პოლიტიკაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არაღიარების პოლიტიკის კუთხით რისკებზე საუბარი არის მუქარა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.   მისი თქმ...

პოლიტიკა 1716902959