გალტ & თაგარტმა EBRD-ის ლარში დენომინირებული კერძო ობლიგაციები წარმატებით განათავსა

ბანკი.PNG

მრავალმხრივი განვითარების ბანკმა (“MDB”) EBRD-მა 2021 წლის 30 სექტემბერსა და 2021 წლის 8 ოქტომბერს დამატებით ორი, ლარში დენომინირებული ბონდი გამოუშვა. 92 მლნ და 93 მლნ ლარის ობლიგაციების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს 3-თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (TIBR). დაფარვის ვადაა შესაბამისად ხუთი წელი, 3 წელი და 9 თვე.

ტრანზაქცია EBRD-ის რიგით მეხუთე და მეექვსე წარმატებული, ლარში დენომინირებული ობლიგაციების  ემისიაა, რომელსაც გალტ & თაგარტი ხელმძღვანელობდა.

 

წლების განმავლობაში EBRD ადგილობრივი ბაზრების ხელშეწყობისა და  გაძლიერების გზით ცდილობდა გადაეჭრა ისეთი პრობლემა როგორიცაა, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში უცხოური კაპიტალისა და  ვალუტის სესხებზე  დამოკიდებულება. ამრიგად, ეს ტრანზაქცია  წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს არამხოლოდ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, არამედ ის ასევე მნიშვნელოვანია EBRD-ის საქართველოში ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების პროგრამის განსახორციელებლად, რომელიც  2009 წლის დეკემბერში დაიწყო.

„ჩემთვის სასიამოვნოა აღვნიშნო გალტ & თაგარტის როლი ამ  მნიშვნელოვან ტრანზაქციაში. ეს გახლავთ რიგით მეორე ემისია, რომელშიც თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთი (TIBR) გამოყენებულია, როგორც ინდექსი. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი TIBR- ის საიმედო ინდექსად გადაქცევისაკენ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლარის ფულისა და კაპიტალის ბაზრის ლარში განვითარებისთვის. გალტ & თაგარტი გახდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კომპანიებისთვის ბონდების განთავსებისა და უზრუნველყოფის მომსახურების მთავარი მიმწოდებელი. ამას მოწმობს EBRD–თან ჩვენი პარტნიორობა. საქართველოში მის ოთხივე ემისიას სწორედ გალტ & თაგარტი ხელმძღვანელობდა“,- განაცხადა  გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომის შემდეგ ბმულზე:  st@gt.ge.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მთავარი არხი
"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" "მთავარი არხის" საქმეს ეხმაურება

,,რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მარეგულირებელი კომისიის მიერ, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დაჯარიმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფაქტს ცენზურად აფასებს.  ,,მთავრობამ კრიტიკული მედიასაშუალება "მთ...

სოცმედია 1637964689

ლიანა ორკოდაშვილი
"თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი

,,თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის პოზიცია სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრე...

პოლიტიკა 1637964139

რეაბილიტაციის გამო
თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. კომპანიის  ინფორმაციით, შეზღუდვა ჩუღურეთისა და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს შეეხო: ჩუღ...

საზოგადოება 1637962474

კალაძე
კახა კალაძე მზად არის ოპოზიციასთან ითანამშრომლოს

თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ამის შესახებნ მან ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში ისაუბრა.  ,,მე მზად ვარ ვითანამშრომლო იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც დღე...

პოლიტიკა 1637962192

ავარია
აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 2 ადამიანი

 ავარია თბილისში -  აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. 

შემთხვევა 1637955759

ხიდაშელი
"ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული „ქართული ოცნება“" - თინა ხიდაშელი

,,ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდ...

პოლიტიკა 1637955439