გალტ & თაგარტმა საქართველოს ტურიზმის სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა

საქ

გალტ&თაგარტმა ტურიზმის სექტორზე კონფერენცია გამართა, რომელზეცუახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში დარგის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.

გალტ&თაგარტის კვლევაში დეტალურად არის განხილული ტურიზმის აღდგენის დინამიკა როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. კვლევაში გაანალიზებულია სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის მიგრანტების გავლენა სტუმართმასპინძლობის სექტორზე, სასტუმროების აღდგენის დინამიკა და ზოგადად, სექტორის გამოწვევები და პერსპექტივები.

კვლევის მიხედვით მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე 2022 წელს ტურიზმი სწრაფად აღდგა.  ამასთან, საქართველო ოდნავ ჩამორჩება ამ ტრენდს, რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა შეანელა ტურისტული ვიზიტები, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლის-აგვისტოში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდადა ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის დონის 78.7%, ხოლო შემოსავლებმა 123.6% შეადგინა. შემოსავლების უფრო სწრაფი აღდგენა, მათ შორის, მიგრანტების შემოდინებით აიხსნება.აღსანიშნავია, რომ სასტუმროების შემოსავალები უფრო სწრაფად აღდგა რეგიონებში, სადაც შიდა ტურიზმის ფაქტორიც ემატება, მაშინ როცა თბილისის ბაზარი კვლავ ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს.

კვლევაში ასევე გაანალიზებულია დაგეგმილი სასტუმროების პროექტები. წლების განმავლობაში ეს სექტორი ერთერთი ყველაზე მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის, თუმცა კოვიდ-პანდემიამ ვითარება შეცვალა და ბევრი დაგეგმილი პროექტი შეწყვეტილია. ამასთან,სასტუმროების მშენებლობაზე გაცემული ნებართვებიც წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, რაც ინვესტორების გაუარესებულ სენტიმენტებზე მიუთითებს. მოკლევადიან პერიოდში რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები ტურიზმის სექტორის მთავარი გამოწვევაა, თუმცა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში რეგიონებში სასტუმროების მიმზიდველობა მაღალია, მათ შორის მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფონზე.

„ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის  გაგვეზიარებინადარგის ანალიტიკოსების ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევებისადა პერსპექტივების შესახებ. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელიც პანდემიამ დიდწილად დააზარალა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონფლიქტებსაც დარგის პერსპექტივებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის მონაწილეებთან შეხვედრები და ჩვენი მოლოდინების გაზიარება.“- განაცხადა გალტ &თაგარტის კვლევების მიმართულების  დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კარავი
"ეს კანონპროექტი სახიფათოა, იწვევს პროტესტის მშვიდობიანი ფორმების შეზღუდვას და არღვევს კონსტიტუციას" - საია "კარვების კანონზე"

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ  მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...

პოლიტიკა 1696266481

ლარი
ლარი გაუფასურდა - ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 3 ოქტომბერს

2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....

ბიზნესი & ეკონომიკა 1696264944

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 3 ოქტომბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირ...

საზოგადოება 1696264651

წვიმა ბათუმი
ძლიერი წვიმა ბათუმში - დატბორილია ქუჩები

 ძლიერი წვიმა ბათუმში - უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. როგორც რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" წერს, დატბორილია, მემედ აბაშიძის ქუჩა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

საზოგადოება 1696262986

სამუშია
ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია მედიცინის ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდა და უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ისტორიაზე, სასწავლო პროცესზე, სტუდენტურ სერვისებსა და შ...

განათლება 1696257903

მეგი გოცირიძე
„თქვენ ვინ უნდა შეაშინოთ, თქვენი შეშინებულის დედა ვატირე“ - მეგი გოცირიძე 

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე სიცქსელში წერს: „ახალი მოთრეულები იყვნენ , ჩვენებს ოფისებსა თუ სახლებში რომ უვარდებოდნენ და თოქშოუებში ერთი-ორი ადამიანის გარდა ვერავინ ბედავდა ჯოგის პირისპირ დაჯდომას ,...

სოცმედია 1696256057