გალტ & თაგარტმა  საქართველოში სეკურიტიზაციის პერსპექტივებზე კონფერენციას უმასპინძლა

თაგარტი

გალტ & თაგარტმა,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საინვესტიციო ფონდები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

 

გალტ & თაგარტის კვლევა მოიცავს სეკურიტიზაციის განვითარების ტენდენციებს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში და ამ ანალიზის საფუძველზე განიხილავს სეკურიტიზაციის  პერსპექტივებს საქართველოში.

 

სეკურიტიზაციის განვითარების შესაძლებლობების გამოსავლენად გალტ & თაგარტმა გამოიკითხა ბაზრის ყველა მოთამაშე, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტები, სახელმწიფო კომპანიები, საინვესტიციო ფონდები და სხვა პოტენციური ინვესტორები. აღნიშნულის  შედეგად და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით გამოვლინდა ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რაც საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარებასთან არის დაკავშირებული. ამასთან, შემუშავდა დეტალური რეკომენდაციები, რომელიც ეხება როგორც მოთხოვნის მხარეს (ინვესტორებს), ისე სეკურიტიზაციის პროდუქტების პოტენციურ ბენეფიციარებს (originators).

 

„კაპიტალის ბაზრის განვითარება აქტიურად მიმდინარეობს საქართველოში. ამ კუთხით სხვადასხვა ინსტრუმენტის დანერგვა და ამ ინსტრუმენტებზე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში გადმოტანა მნიშვნელოვანია. გალტ & თაგარტი აქტიურად არის ჩართული საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. შარშან USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩვენ კერძო კაპიტალის შესახებ წარვადგინეთ კვლევა. დღეს, იგივე პროგრამის ფარგლებში სეკურიტიზაციის განვითრების შესაძლებლობაზე გვაქვს წარმოდგენილი ანგარიში. ვფიქრობთ, რომ USAID-ის და სხვა დონორების მხარდაჭერა ამ ტიპის კვლევებისადმი მნიშვნელოვანია საქართველოში ალტერნატიული დაფინანსების წყაროების განვითარებისთვის“,-განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.

 

###

 

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:

 

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID-ი ეხმარება საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში, რომელიც ინტერგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის შესახებ:

 

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა 5-წლიანი, $19 მილიონიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებს „დელოიტ კონსალტინგი“. პროგრამის მიზანია საქართველოს ეკონომიკური მმართველობის გაუჯობესება და ეკონომიკის განვითარება საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით. https://www.facebook.com/USAIDEconomicGovernanceProgram

 

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დაკავება
„Telegram"-ში ყოფილი პარტნიორის ინტიმური ფოტოები გამოაქვეყნა - საგამოძიებო სამსახურმა 27 წლის მამაკაცი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 27 წლის მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდე...

კრიმინალი 1713951917

ტბს
„აგრო იმპექსმა", თიბისის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია "აგრო იმპექსმა", თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, საირიგაც...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713951692

თბს
თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელიე ბავშვობის ახდენილი ოცნ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713951488

აქცია ახალგაზრდები
"სიმცირის მიუხედავად, გზას ხელოვნურად კეტავენ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - შსს აქციების მონაწილეებს აფრთხილებს

შსს ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობების მონაწილეთა რიცხვი შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ დგას, რის გამოც, გომელაურის უწყება ორგანიზატორებსა...

პოლიტიკა 1713950251

პაპუაშვილი
პაპუაშვილი პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებაზე აუსტრევიჩუსის განცხადების გამო ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება მოითხოვა, ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს. აუსტრე...

პოლიტიკა 1713949842

ლაზარეეე
ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩე...

სამართალი 1713949697