გენადი არველაძე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1637909435 50

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმირ მარიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე ინვესტიციების მოზიდვის, სამოქალაქო ავიაციის, სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის კუთხით.
გენადი არველაძის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი ბიზნესფორუმებისა და სავაჭრო მისიების ორგანიზება, რომლებიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საქმიანი კავშირების გაღრმავებასა და ერთობლივი ბიზნესპროექტების განხორციელებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის რიგით მეორე სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ჩატარების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება პრიორიტეტული მიმართულებები. ასევე, ხაზი გაესვა სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით კონსულტაციების გაგრძელების აუცილებლობას.

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...
საზოგადოება • 1695652717

ბათუმში "მაზდას" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება TV25 ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რა გახდა შემ...
შემთხვევა • 1695647572

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ბიჭვინთის ქართული სკათალიკოსო ტაძრის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ტაძრის მდგომარეობის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს იცოდა. „ჯერ კიდევ 2014 წელს დამიდია ეს ფოტო,...
სოცმედია • 1695647122

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის...
საზოგადოება • 1695646380

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავაც გრძეილდება ვანდალური ფაქტები ეკელსია მონასტრებში. ამჯერად, ბიჭვინთაში X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს, თეატრის სკამები დაამონტაჟეს და ლოცვის...
პოლიტიკა • 1695646227

„ყველაფერი, რასაც ეს ქალბატონი აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის გზავნილია, ვიღაცებს სჯერათ ამის, ვიღაცებს – ნაკლებად, ახლაც ოპოზიციაში ეს ფაქიზი და ლოიალური დამოკიდებულება არაფერს კარგს არ მოიტანს, მაგრამ...
პოლიტიკა • 1695645830