გიმფას (GIMPHA) მე-8 საერთაშორისო კონფერენცია კავკასიის მედიცინის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1685953289 50

3 ივნისს თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) და კავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომლობით გაიმართა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა მსოფლიოს უახლესი სამედიცინო მიღწევების განხილვას, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებას და ინოვაციების გაცნობას. კონფერენციას ესწრებოდნენ ექიმები როგორც საქართველოდან, ასევე - საფრანგეთიდან, სერბეთიდან, ისრაელიდან, ჰოლანდიიდან და უკრაინიდან.
გიმფას რიგით მე-8 კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა 4 პარალელური სესია, მათ შორის 3 თემატური სესია კავკასიის მედიცინის ცენტრის წამყვანმა ექსპერტებმა წარადგინეს:
· ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ერთობლივი სესია კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვლადიმერ წიქარიშვილისა და პროფესორ ზაზა ქაცარავას თავმჯდომარეობით;
· ონკოლოგიაში პერსონალიზებული მედიცინის სესია ნიდერლანდებში მოღვაწე წამყვანი პათოლოგ-ანატომის, პროფესორ ალექსი ბაიდოშვილის, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ივანე კილაძისა და პროფესორ ირაკლი კოხრეიძის თავმჯდომარეობით;
· კარდიოვასკულური ქირურგიის დღევანდელი გამოწვევების სესია;
· ინფექციური დაავადებების სესია;
საერთაშორისო კონფერენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციაში (GIMPHA) გაერთიანებული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ინიციატივით გაიმართა.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V...
საზოგადოება • 1695816120

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...
განათლება • 1695811715

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811593

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811363

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან ჩუღურეთის, მთაწმინდისა და ვაკის რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის ს...
საზოგადოება • 1695810969

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაჩქარებული მომსახურების მიღება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავ...
საზოგადოება • 1695810829