გიორგი კინწურაშვილმა Touch.Point-ის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის ქეისი განიხილა

საქბანკიი

ცოტა ხნის წინ თბილისში საერთაშორისო მარკეტინგული ტექნოლოგიების ფესტივალი Touch.Point ჩატარდა, სადაც გლობალური და ადგილობრივი ბრენდების წარმომადგენლებმა აუდიტორიას გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში „მონაცემებზე დაფუძნებული ოსტატობა: აუდიტორიის სეგმენტაციისა და ტარგეტირების ინოვაციური მიდგომები სხვადასხვა ინდუსტრიაში“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა, რომელმაც მარკეტინგში მონაცემთა ანალიტიკის მნიშვნელობაზე საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის მაგალითზე ისაუბრა.

 

„პანელურ დისკუსიაზე, Bolt-ის და VELI.store-ის წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ მიმოვიხილეთ ის, თუ რა როლი აქვს მონაცემთა ანალიტიკას მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის დროს. მარკეტერები მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება დაბალი დანახარჯით მისწვდნენ მაქსიმალურად ზუსტ აუდიტორიას. ამისათვის კი ყველანაირ ციფრულ მონაცემებსა და არხებს იყენებენ, რაც მათ სამიზნე აუდიტორიების გამოყოფასა და სწორ სივრცეში სწორი კონტენტით კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. აქედან გამომდინარე, პანელზე ვისაუბრეთ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერზე, პლატფორმაზე, რომელიც ერთი მხრივ, ბიზნესს საშუალებას აძლევს, გააანალიზოს ტრანზაქციული მონაცემები და დაინახოს, თუ რა ქცევით ხასიათდება მისი მომხმარებლები, მეორე მხრივ კი მარკეტერებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან კამპანიები საბანკო არხებში და მისწვდნენ მომხმარებლებს, რომლებიც მსგავსი პროდუქტებით არიან დაინტერესებული“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა.

პანელურ დისკუსიაზე განხილული იყო მეთოდები, რომლებსაც საერთაშორისო და რეგიონული ბრენდები მომხმარებლების სეგმენტაციისა და კამპანიების წარმოებისათვის იყენებენ. გიორგი კინწურაშვილმა კი დისკუსიის ფარგლებში განმარტა, თუ რა მონაცემებსა და ლოგიკებზე დაყრდნობით მუშაობს საქართველოს ბანკის კამპანიების სივრცე და როგორ შეუძლიათ ბიზნესებს ამ მარკეტინგული ხელსაწყოების გამოყენება.

„Touch.Point ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მარკეტინგული ტექნოლოგიების გარშემო ტრიალებს. ვფიქრობ, თანამედროვე მარკეტერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცნობდნენ უახლეს ხელსაწყოებს. ღონისძიებაზე გამოცდილებას აზიარებენ ისეთი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები, როგორებიცაა Google, Facebook, Spotify და ა.შ. შესაბამისად, ეს გამორჩეული პლატფორმაა ინფორმაციის გაცვლისთვის. მეორე მხრივ კი Touch.Point არის ძალიან კარგი საშუალება კომპანიებისათვის, რათა მისწვდნენ პროფესიონალებს, რომლებიც ციფრული მარკეტინგის სფეროში საქმიანობენ“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა.

Touch.Point საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალის მიზანი მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის ცოდნის, გამოცდილების გაზიარება და ახალი შესაძლებლობების შექმნაა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქალთა აქცია
„ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის“ - ხვალ, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება

ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, - 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან ა...

პოლიტიკა 1733242641

შსს-ს თანამშრომელი
"მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვტოვებ თანამდებობას" - შსს-ს თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გიორგი გოგინაშვილი წერს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პოსტს ტოვებს. "30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თ...

პოლიტიკა 1733241037

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
"არსებობს წესები და თუ არ გინდათ, რომ ამ წესებს პატივი სცეთ, მაშინ ჩაო" - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი ამბობს, რომ "არ არის კარგი, რაც საქართველოში ხდება". ის "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ევროკავშირში არსებობს წესები, რომელსაც პატივი უნდა სცეს. "არ...

პოლიტიკა 1733240540

ცაჰკნა
"მე საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ მჯერა" - მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ მას საქართველოს მთავრობის ტყუილების აღარ სჯერა. მინისტრი აცხადებს, რომ მომავალ საბჭოზე საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ, საუბა...

პოლიტიკა 1733239998

სუჯაშვილი
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის პოსტზე გელა გელაძემ შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.   რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ი...

პოლიტიკა 1733238950

ვოლსკი
"არ დაუტოვებია არაფერი, ნუ მოიგონეთ რაღაცა. ხარაშო, კაი“ - ვოლსკი ღარიბაშვილზე

"თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა......

პოლიტიკა 1733238244