Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

საქბანკი ციფრული

პრესტიჟულმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები გამოავლინა. Global Finance-ის თანახმად, საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო ბანკია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდოს Global Finance უკვე 25 წელია გასცემს. საქართველოს ბანკმა  წელს ჯამში 45 ჯილდო მიიღო. 

 

„ფინტექის სწრაფი პროგრესი, ციფრული ვალუტების განვითარება და კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის ზრდა გამორჩეული ციფრული საბანკო სერვისების ეტალონს მუდმივად განსაზღვრავს. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო კი წარმოაჩენს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტებს ეძებენ და ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ“, - განაცხადა ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა.

 

გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურის წევრებმა რამდენიმე კრიტერიუმით იხელმძღვანელეს. მათ შორის იყო ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებების გამოყენების მაჩვენებელი და ამ შეთავაზებების მრავალფეროვნება, ციფრული მომხმარებლის ზრდა და კმაყოფილება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, ციფრული ბანკის დიზაინი, ფუნქციურობა და სხვა.

 

„საქართველოს ბანკისთვის გასული წელი ციფრული სამომხმარებლო საბანკო სერვისების განვითარების კუთხით გამორჩეული იყო. თითოეული ინიციატივა, რომელიც ამ პერიოდში განვახორციელეთ, ემსახურება კონსოლიდირებული ციფრული ეკოსისტემის განმტკიცებას, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილებას უქმნის. სხვადასხვა ინოვაციას შორის აღსანიშნავია გასული წლის მობილბანკის გეიმიფიკაციის კამპანია, რომელშიც მომხმარებელთა უპრეცედენტო რაოდენობა - ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთო. რაც მთავარია, არ ვჩერდებით, ვავითარებთ მრავალფეროვან სერვისებსა თუ პროდუქტებს და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს. ამ პროცესის საფუძველი კი დიჯიტალიზაციაა“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.

 

მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ მოიპოვა საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო, შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერვიუს გიორგი ვახტანგიშვილთან  ბმულზე

 

ინფორმაციისთვის, საუკეთესო ციფრული ბანკების გამოსავლენად ტექნოლოგიური და აუთსორსინგის  მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანია Infosys და მისი მსოფლიო დონის ჟიური მუშაობდა. გამარჯვებულების საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.

 

საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჰელსინკის კომისია
„MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს, ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში, მხარი დაუჭიროს“ - ჰელსინკის კომისია

 "MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით...

პოლიტიკა 1725808634

ივანიშვილი
„კონსტიტუციაში ეკლესიის როლს ავსახავთ იმ ფორმით, როგორსაც იმსახურებს“ - ბიძინა ივანიშვილი

გამარჯვებისთანავე გადავდგამთ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ იმ ფორმით, როგორსა...

პოლიტიკა 1725808293

ივანიშვილი-ღარიბაშვილი
"რომ არა ბატონი ბიძინა დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლანძღავს პრეზიდენტს და ტრადიციულად აქებს ბიძინა ივანიშვილს -  ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით განოსვლისას სალომე ზურაბიშვ...

პოლიტიკა 1725807825

მონა ჩიგოგიძე
ვიდეო: "რუსის მონა" - მოქალაქე დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს

ხალხი რუსული კანონის მიმღები დეპუტატების წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს "მოღალატე" და "რუსის" მონა ეძახეს.   ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.   ვიდეოში ისმის უცენზურო მიმართვებ...

პოლიტიკა 1725807332

ენმ
რაჭაში, ენმ-ს წევრს ავტომობილი დაუზიანეს

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს, ბესო ქართველიშვილს ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა. კოალიციაში "ქართული ოცნების" პასუხ...

პოლიტიკა 1725806071

ცესკო
ცესკო: 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორი...

საზოგადოება 1725804776