ბიზნესი & ეკონომიკა • 1723534892
საერთაშორისო გამოცემა Global Finance რეგიონსა და ქვეყანაში საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს უკვე 25 წელია აჯილდოებს. წელს კი რედაქციამ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა.
„Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო წარმოაჩენს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტებს ეძებენ და ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ“, - განაცხადა ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance_ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა.
„საქართველოს ბანკი, ერთი მხრივ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ხოლო მეორე მხრივ, ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს ბიზნესის მართვა გავუმარტივოთ და მათთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ. ჩვენი გუნდი მუდმივად იკვლევს ბიზნესის საჭიროებებს. შესაბამისად, ორინტირებული ვართ, რომ არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ და ბიზნესს პრაქტიკული გადაწყვეტები წარვუდგინოთ, რაც გულისხმობს როგორც საჭირო ფუნქციონალების დამატებას, ასევე სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებას. მოხარულები ვართ, რომ Global Finance-ის ჯილდო სწორედ ამ კატეგორიაში გადმოგვეცა, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ჯილდოს გამარჯვებულები Global Finance-ის რედაქციამ, მსოფლიო დონის ჟიურის წევრებთან ერთად გამოავლინა. ჟიურიში იყვნენ ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი კომპანია Infosys-ის წარმომადგენლები, რომლებიც ბანკებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდის, განხორციელებული ინიციატივების, ვებ და მობილბანკის დიზაინისა და ფუნქციონალების მიხედვით აფასებდნენ.
აღსანიშნავია რომ საქართველოს ბანკი, ქვეყანაში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკის კატეგორიასთან ერთად, წლის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე, ჯამში, 45 ნომინაციაში დასახელდა, მათ შორისაა საუკეთესო ციფრული ბანკი, საუკეთესო მობილბანკი, საუკეთესო ბანკი ინოვაციისა და ტრანსფორმაციის მიმართულებით და სხვა.
"MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია X-ზე წერს. ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით...
პოლიტიკა • 1725808634
გამარჯვებისთანავე გადავდგამთ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით. ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, სწორედ იმ ფორმით, როგორსა...
პოლიტიკა • 1725808293
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლანძღავს პრეზიდენტს და ტრადიციულად აქებს ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით განოსვლისას სალომე ზურაბიშვ...
პოლიტიკა • 1725807825
ხალხი რუსული კანონის მიმღები დეპუტატების წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს "მოღალატე" და "რუსის" მონა ეძახეს. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვიდეოში ისმის უცენზურო მიმართვებ...
პოლიტიკა • 1725807332
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ამბროლაურის ორგანიზაციის წევრს, ბესო ქართველიშვილს ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოხდა. კოალიციაში "ქართული ოცნების" პასუხ...
პოლიტიკა • 1725806071
საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორი...
საზოგადოება • 1725804776
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი