Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

მობილბანკი

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა  წელს  23-დ,  მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკებიდაასახელა. საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბითმომხმარებლისთვის საუკეთესოად აღიარა. გამარჯვებული ბანკები შეირჩა აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

„მრავალწლიანმა პანდემიამ დააჩქარა ბანკების დიჯიტალიზაციის მცდელობები და შესაბამისად,  ბაზარი ციფრული შეთავაზებების სწრაფი ევოლუციის მოწმე გახდა“, - თქვა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა. „ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს გაუმჯობესებული პროდუქტებისა და სერვისების დანერგვისას, დასახელდნენ კიდეც მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებად Global Finance-ის მიერ“,- განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ.

„ეს აღიარება ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლების წინაშე ვგრძნობთ და აქტიურად ვაგრძელებთ მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები და გამოწვევები. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს მათთვის საჭირო სერვისებისა და პროდუქტების მიღება მარტივად, ერთ სივრცეში შევთავაზოთ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან საქართველოში საუკეთესო მობილურ აპლიკაციას. ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებით ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლების სურვილებსა დასაჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას", - აცხადებს  ლევან კობახიძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

ინფორმაციისთვის, საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების  შერჩევის შედეგად.

გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი და  დიზაინი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სუსი
სუს-ი საგანგებო განცხადებს ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის მასალების, უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძ...

სამართალი 1664174675

ფაჩუაშვილი
როგორ გადაიტანა შვილის გარდაცვალება ნანა ფაჩუაშვილმა - ვიდეო მსახიობის უმძიმეს დღეებზე

გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“  მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მისი ცხოვრების უდიდესი ტრაგედიის დეტალები. ასევე მოყვა ამბავი, რომლის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფე...

საზოგადოება 1664174510

სანთლები
ძალიან სამწუხარო ინფორმაცია - ცნობილი ქართველი ოლიმპიელი გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოდან ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლ...

საზოგადოება 1664173741

პუტინი
გაქცევა პუტინისგან - ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა

Новая газета Европа-ს ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა. გამოცემის წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში უსაფრთხოების ძალები და თა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664173514

ენტონი ბლინკენი
რას იზამს აშშ, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ბლინკელის განმარტება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკრაინელების დასახმარებლად, ასევე, იმისთვის, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს. ბლინკენმა თქვა, რომ პუტინის რიტორიკა ბირთვული იარა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664173079

ენმ
„მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც“ - ჩხუბი ენმ-ს ოფისში

რა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლ...

პოლიტიკა 1664171884