„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ YouTube პლატფორმაზე გრძელდება - პროექტის პარტნიორია საქართველოს ბანკი

გორგი

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკი დათო გორგილაძის საავტორო პროექტის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ YouTube პლატფორმის წარმდგენია.

გადაცემა, რომელიც მაყურებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს საინტერესო რესპონდენტების, აქტუალური პერსონების გაცნობას, უკვე YouTube პლატფორმის საშუალებით გააგრძელებს. გადაცემის ფორმატი გულისხმობს მაყურებლისთვის იმ კითხვებზე პასუხის მიღებას, რომლებიც ჯერ არ დასმულა ან ისმის, მაგრამ პასუხები არ გაცემულა. გადაცემის სტუმრები იქნებიან ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის საზოგადოებრივ თუ კულტურულ ცხოვრებას. შესაბამისად, მათი პროფესიული, საზოგადოებრივი და, ზოგიერთ შემთხვევაში, პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები, ასევე მათი აზრი მნიშვნელოვან მოვლენებზე, მაყურებელს საშუალებას აძლევს უფრო მკვეთრი შთაბეჭდილება შეიქმნას აღნიშნულ პერსონაზე და გადაიაზროს ესა თუ ის მოვლენა. სიახლეა ის, რომ გადაცემაში იქნება ახალი რუბრიკა - „არ გაჩერდე“, რომელიც იმ ადამიანების ისტორიებს წარმოაჩენს, რომლებიც არასდროს ჩერდებიან.

გადაცემის მიზანი ცნობილ ადამიანებთან ერთად ნაკლებად ცნობილი, საინტერესო პერსონების აღმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობაა.

„ჩვენ წამითაც არ დაგვიშვია, რომ "სიმსუბუქე" გაჩერდებოდა. უბრალოდ იმაზე ვფიქრობდით, რა იქნებოდა ოპტიმალური პლატფორმა პროექტისთვის და, საბოლოოდ, Youtube-ი შევარჩიეთ. აღმოვაჩინეთ, რომ ეს პროექტი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ყოფილა საინტერესო და საყვარელი. ის მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც თავს დანებების საშუალებას ვერ მივცემდით. ასე რომ, წინ "სიმსუბუქის" ბევრი საინტერესო ეპიზოდია", - ამბობს დათო გორგილაძე, პროექტის ავტორი.

„საქართველოს ბანკის მთავარი სლოგანია „არ გაჩერდე“ და ამის ძალიან კარგი მაგალითია დათო გორგილაძის საავტორო გადაცემა, რომელიც სწორედ ისეთ ადამიანებს აცნობს საზოგადოებას, რომლებიც არ გაჩერების, მუდმივი პროგრესისა და განვითარების ძალიან კარგი მაგალითები არიან. ჩვენი, როგორც ბანკის მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს, მოახდინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება. დათო სწორედ ასეთ ადამიანებს წარმოაჩენს და ამით სხვასაც აძლევს სტიმულს, არ გაჩერდნენ, განვითარდნენ. გარდა ამისა, თავად გადაცემის ფორმატი ძალიან განსხვავებულია იმით, რომ  არ აქვს სტუდია. თითოეული ინტერვიუს ადგილი განისაზღვრება რესპონდენტის ხასიათისა და საქმიანობის მიხედვით, რასაც გადაცემაში ე.წ. „რეალითის“ ელემენტები შემოაქვს, წამყვანსა და სტუმარს  იმპროვიზაციის შესაძლებლობას აძლევს და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის გადაცემას. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პარტნიორობას და მოხარული ვართ რომ საზოგადოებისათვის  ასეთ მნიშვნელოვან პროექტს ვუჭერთ მხარს“,- აცხადებენ ბანკში.

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები, გამოიწერეთ Youtube არხი - „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გოგა მანია
“ყველაფერს ნულიდან დაიწყებთ…”- ვის მიმართავს გოგა მანია

ეზოთერიკოს, გოგა მანიას რჩევები 5 ზოდიაქოს, რომელსაც წარმატება ელოდება. „ყველა ტკივილი და გაურკვევლობა რჩება უკან და ყველაფერს ნულიდან იწყებთ. ესენი არიან: კირჩხიბი - ვერძი - კურო - მერწყული - მორიელი...

სოცმედია 1713903240

ღვთისიაშვილი ბერიკაშვილი
„ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანი არც არასოდეს არ ვყოფილვარ… ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა ჩვენსკენ გამოიხედოს“ – დიმიტრი ღვთისიაშვილის ემოციურ პოსტი ზურა ბერიკაშვილზე

„ძვირფასო ადამიანებო! ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ჩემო კოლეგებო, ჩემო ნამოწაფრებო და ახლანდელო „შვილებო“, ჩემი მოზარდელების დიდო არმიავ, ნათესავებო, ნათელ-მირონებო, ბავშვობისა თუ სტუდენტო...

სოცმედია 1713902940

ნაირა გელაშვილი
"ამ კანონით მოქალაქეთა უზარმაზარი მასა გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ"- ნაირა გელაშვილი

“ქართული ოცნების” რუსულ კანონს მწვავედ აკრიტიკებს მწერალი და „კავკასიური სახლის“ ხელმძღვნელი ნაირა გელაშვილიც. ცნობილი მწერლი „ნეტგაზეთში“ წერილს აქვეყნებს: „სახელმწიფოს ვერ აუკრძალავ კანონის მიღებას....

საზოგადოება 1713902640

ნინი შერმადინი
"პოსტივი მედია... თქვენს ვიდეოში ნახსენები ინფორმაცია არის ტყუილი და დეზინფორმაცია!" - ნინი შერმადინი საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "პოსტივი მედია, იქნებ უფრო კარგად დააზუსტოდ ხოლმე ჩემზე ინფორმაცია, სანამ ჩემ...

სოცმედია 1713901980

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე
"სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო?" - მამუკა მდინარაძე

სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო? - რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის , - ამის შესახებ საპარლ...

სოცმედია 1713901680

ასტროპროგნოზი
24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანზე ნერვიულობთ - არც საკუთარი გარეგნობა მოგწონთ, არც ფინანსური მდგომარეობა. ემოციური სტრესის მოხსნაში რამე ტკბილი და გემრიელი დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ წარმატებისთვის...

ეს საინტერესოა 1713900720