ირაკლი ნადარეიშვილი - მთავრობის მიერ IT ინდუსტრიისთვის დაწესებული შეღავათების შედეგად, საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო კომპანია Making Science-ი შემოვიდა

ირაკლი ნადარიშვილი

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო IT კომპანია, ესპანური Making Science შემოვიდა, რომელმაც ინვესტირება განახორციელა ქართულ IT კომპანია Sweeft Digital-ში. ამ თანამშრომლობით Making Science-ი საქართველოდან განახორციელებს ოპერირებას და ქართულ კომპანიასთან ერთად მომსახურებას გაუწევს საერთაშორისო კლიენტებს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ თანამშრომლობის შედეგად, Sweeft Digital-ში დასაქმებულ რამდენიმე ასეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს მსხვილი IT კომპანიის წევრი, მოემსახუროს საერთაშორისო ბაზრებს და აიმაღლოს კვალიფიკაცია. 

„ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა  ინტენსიურად უჭერს მხარს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. ერთ-ერთი პრიორიტეტული ინდუსტრია, რომლისთვისაც გასულ წელს დამტკიცდა სპეციალური საგადასახადო რეჟიმი საერთაშორისო კომპანიის სტატუსის შემოღებით,  უშუალოდ IT ინდუსტრიის განვითარებასა და ქართულ ბაზარზე საერთაშორისო მოთამაშეების მოზიდვას ეხება. შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი, როდესაც ქართულ ბაზარზე გლობალური მასშტაბის IT კომპანიები შემოვიდნენ და აქედან ახორციელებენ ოპერირებას. დღეს კიდევ ერთმა საერთაშორისო IT კომპანია Making Science-მა მიიღო  საქართველოში ინვესტირების და აქ საქმიანობის გადაწყვეტილება, რაც ჩვენს რამდენიმე ასეულ თანამოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, გახდნენ მსხვილი აიტი კომპანიის წევრები, მოემსახურონ საერთაშორისო ბაზრებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაეხსნათ აბსოლუტურად ახალი პერსპექტივები", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. 

საქართველოს მთავრობის მიერ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებით, IT კომპანიებს, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებული და მოიპოვებენ საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5%-მდე შეუმცირდათ. შედეგად, საქართველოში შემოვიდნენ ისეთი მსხვილი ამერიკული IT კომპანიები, როგორებიც არიან  ეპამი და ექსადელი, რომელთაც დღეისთვის  საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე ჰყავთ დასაქმებული.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბადრი ესებუა
500 000 დოლარის და ბადრი ესებუას გაქრობიდან 1 წელი გავიდა

ზუსტად ერთი წლის წინ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკს სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული პირი დაესხა თავს, რომელმაც 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.  მას შემდეგ რაც თავდამსხმელს მის მიერ მოთხოვნილი თანხ...

კრიმინალი 1634768344

სააკაშვილი
რომელ კლინიკაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვლს? - იუსტიციის მინისტრის განმრტება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერთან" საუბრისას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და დაასახელა კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსე...

პოლიტიკა 1634759848

მიშა
"ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი" - მიხეილ სააკაშვილი თბილისის კოალიციურ მთავრობაზე

,,ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი"- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კოალიციური მთავრობის მოდელს.  სააკაშვილის შეფასებით, ეს არის ქვეყნის უსათუო წინსვლისა...

პოლიტიკა 1634755997

გვარამია
"სრული ALL STAR"- ნიკა გვარამია თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

,,ესეც სხვა საქართველო! ესეც ნათელი მომავალი! ps. სრული ALL STAR" - ასე აფასებს ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ოპოზიციის მიერ წარდგენილ, თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს. 

სოცმედია 1634755462

ნანუკა
"ნიკა მელია ჩემპიონი ხარ. უპრეცედენტო მოდელი დადე!"- ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს ეხმიანება.  ,,ან, რა ვიზუალია, ან რა გუნდი, მგონი პირველად ჩემს ცხოვრებაში და არ ვარ პატარა, ვხედავ კოალიციურ მთავრობა...

სოცმედია 1634755201

კოალიცია
როგორ გამოიყურება თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელი?

,,მინდა მთელმა თბილისმა და განსაკუთებით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სწორად გამიგოს, მაგრამ მანამ სანამ ვიქნები მე დედაქალაქის მერე ორ თანამდებობას ერთდროულად არ დავიკავებ. ახლა კი მინდა წარმოგიდგინ...

პოლიტიკა 1634754873