იზრუნე ბავშვის ჯანმრთელობაზე REDMED-ის დახმარებით

red

ყველა ადამიანი მშობლის სტატუსის მინიჭებასთან ერთად უამრავ სირთულეს აწყდება, რადგან ბავშვები გამუდმებულ ყურადღებას და ზრუნვას საჭიროებენ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მათ შესაძლოა მოულოდნელად დაჭირდეთ გადაუდებელი დახმარების გაწევა, განსაკუთრებით მცირე ასაკში.

გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებიდან ყოველი მესამე პედიატრიული ასაკისას მიეკუთვნება. ხშად შემთხვევათა უმეტესობა მოიცავს რესპირაციულ პრობლემებს (მათ შორის სასუნთქ გზებში გაჭედილ უცხო სხეულებს), მუცლის ტკივილს, მწვავე ინფექციურ დაავადებებს და ტრავმებს.

კვალიფიციური პედიატრის დროული კონსულტაცია ხშირად აუცილებელია იმისათვის, რომ შესაძლო სერიოზული გართულებები ავიცილოთ თავიდან. მალევე დაუკავშირდით თქვენს პედიატრს, თუ შეამჩნევთ ჩამოთვლილ სიმპტომებს:

  • მწვავედ განვითარებული ტკივილი;

  • სუნთქვის გაძნელება: ფილტვების სტვენა, გაფართოებული ნესტოები ან ნეკნთაშუა კუნთების ძლიერი შეკუმშვა;

  • ძლიერი დიარეა ან პირღებინება;

  • ნებისმიერი სახის ტრავმა;

  • მუცლის ტკივილი;

  • მაღალი ტემპერატურა, რომელსაც ვერ ამცირებთ იბუპროფენით;

  • თუ გაქვთ ეჭვი მედიკამენტის გადაყლაპვაზე ან ტოქსიკური ნივთერების მოხვედრაზე, როგორც კანის ზედაპირზე, ისე პირის ღრუში;

  • დეჰიდრატაციის ნიშნები: დაშვებული ქუთუთოები, ცრემლების არქონა ტირილის დროს, მშრალი პირის ღრუ, შარდის შედარებით მცირე რაოდენობა (პამპერსში);

ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლოა გადაუდებლად საჭიროებდეს ბავშვის კლინიკაში გადაყვანას, თუმცა თქვენი პირველადი რეაგირებით მნიშვნელოვნად შეცვლით არსებული პრობლემის გამოსავალს.

დაგვეთანხმებით, რომ ექიმთან ვიზიტი ხშირად შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ აუდიო ან ვიდეო ზარით მიღებული პირველადი რეკომენდაციებმა შესაძლოა თავიდან აგარიდოთ კლინიკამდე მისვლაში დახარჯული დრო და დისკომფორტი.

მშობლები დღემდე ეჭიდებიან კლინიკაში ვიზიტებთან დაკავშირებულ სირთულეებს, რომლებსაც წარმოადგენენ რეგისტრატურის და კაბინეტთან რიგის მოლოდინში ბავშვთან ერთად დგომა, კლინიკის კედლებში ყოფნისას ბავშვის მიერ განცდილი სტრესით გამოხატული ტირილი და იმ ამბულატორიულ ინფექციათა გავრცელების წყაროებთან შეხება, რომელთაც პაციენტები ხშირად რეგულარული ვიზიტების დროს ხვდებიან.

REDMED-ის კომფორტული პლატფორმა ამ ყველა პრობლემის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. ჩვენი პედიატრები გამუდმებით მზად არიან დაგეხმარონ, როგორც დისტანციურად, ისე ადგილზე მოსვლით.

იმ შემთხვევაში, თუ მიღებული ტრავმები უკავშირდება ნერვულ სისტემას, აუცილებლად დაგჭირდებათ ბავშვთა ნევროლოგის რეკომენდაციის მიღება. არსებობს უამრავი ბავშვთა ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც  გადაუდებელ მდგომარეობებს მიეკუთვნება.

ხშირ შემთხვევაში ბავშვთა ასაკში მიღებული ტრავმები უკავშირდება: სიმაღლიდან ვარდნას, სპორტის ან თამაშის დროს მიღებულ დაზიანებებს ან ავტოსაგზაო შემთხვევებს.

გარდა ტრავმებისა ბავშვთა ნევროლოგი დაგეხმარებათ ნერვულ სისტემაში გავრცელებული ინფექციური დაავადებების ამოცნობაში, რაც ძირითადად უკავშირდება მაღალ ტემპერატურას და შეცვლილ მენტალურ სტატუსს. ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ინფექციურ დაავადებათა უმეტეს ნაწილს მენინგიტი იკავებს. მის სიმპტომებს გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა მიეკუთვნება : გულისრევა/პირღებინება, ფოტოფობია (სინათლის შიში) და თავის ძლიერი ტკივილი.

ყველამ ვიცით, რომ მშობლის ამპლუაში ყოფნა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოცდილება იმდენად ნაკლებია, რომ ბავშვთა ასაკის დაავადებებს ცოდნის გარეშე აწყდები. თუმცა REDMED-ის გამოცდილი ექიმები ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდიან, იმისათვის, რომ ზედმეტი ღელვის გარეშე ამოიცნოთ პედიატრიული პრობლემები და მოახდინოთ დროული რეაგირება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მთაწმინდა
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.   მან ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფო უწყებებს თანადგომისთვის მადლობა...

საზოგადოება 1670586819

ეკა კვალიაშვილი
„დამიკიდეთ... ვერ გავხდი ღირსი, რომ ყურადღება და სითბო მივიღო“ - ეკა კვალიაშვილი

"მივმართავ თბილისის მერს, კახი კალაძეს.არ მჯერა, რომ არ იცი ჩემი უსახლკარობის შესახებ, არ მჯერა, რომ არც ერთი პოსტი, სადაც მონიშნული ყავხარ უამრავ ადამიანს არ გინახავს, არ მჯერა, რომ ერთი ბინა არ გამო...

სოცმედია 1670586343

ჟვანია
ნახეთ, როგორ ულოცავს ნინო ჟვანია ზურაბ ჟვანიას 59 წლის იუბილეს

ზურაბ ჟვანიას ქვრივი, ნინო ჟვანია მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს.

სოცმედია 1670585374

პუტინი
„დასავლეთმა უკრაინა საკუთარ კოლონიად გადააქცია“ - პუტინი

პუტინის მტკიცებით, დასავლეთმა უკრაინა საკუთარ "კოლონიად" გადააქცია, ხოლო უკრაინელებს "საზარბაზნე ხორცად" იყენებს. ამის შესახებ მან დსთ-სა და შანხაის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გაგზავნი...

პოლიტიკა 1670585193

არადეკლარირებული ოქრო
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და თანხა გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, ა.ტ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის,...

კრიმინალი 1670585033

სანთლები
,,ამ სიტყვების დაწერის ძალაც არ მაქვს“ - ვინ არის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, რომელიც 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ისტორიკოსი, ლექტორი და პედაგოგი იოსებ ალიმბარაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გარადცვლილის ახლობლები ავრცელებენ. ალიმბარაშვილი 2010 წლიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტ...

საზოგადოება 1670582947