ბიზნესი & ეკონომიკა • 1695386760 26
თბილისში, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე, კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტი - CITYZEN Central Park, საქართველოში ორი ყველაზე მსხვილი ბანკის - თიბისის და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შენდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.
CITYZEN Central Park-ის ფინანსური მხარდაჭერისთვის, კომპანიამ თიბისისთან და საქართველოს ბანკთან 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რაც კერძო სექტორსა და ორ ბანკს შორის გაფორმებული ყველაზე მასშტაბური პარტნიორობაა.
CITYZEN Central Park-ის პრემიუმ კლასის პროექტი 4 საცხოვრებელ ბლოკს და ერთ ბიზნეს თაუერს აერთიანებს. კომპლექსი 46 000 კვ. მეტრზე განთავსდება, საიდანაც 23 000 კვ. მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რაც თბილისის ცენტრალური უბნისათვის უნიკალური მოვლენაა. საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და სართულების მაქსიმალური რაოდენობა 22 იქნება. პროექტს, უდიდესი რეკრეაციული სივრცის გარდა, განსაკუთრებული ლოკაცია, ხედები, მრავალფუნქციურობა და თანამედროვე არქიტექტურა გამოარჩევს. კომპლექსის D და C ბლოკების გაყიდვა უკვე დაწყებულია. A, B და T ბლოკების გაყიდვა კი უახლოეს მომავალში დაიწყება.
„გუნდში ხშირად ვახსენებთ და გვინდა ეს ჩვენს მომხმარებელსაც კარგად გავაგებინოთ, რომ „სითიზენი“ არაა უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი. ეს ცხოვრების ახალი სტილია, სრულიად ახალი გამოცდილება და საშუალება, რომ ადამიანმა ისე იცხოვროს, როგორც თავად უნდა. კომპლექსი თბილისის ცენტრალურ პარკთან ძალიან ახლოსაა - ის თბილისის ორი ცენტრალური უბნის, საბურთალოსა და ვაკის მიჯნაზე შენდება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ორი უდიდესი ბანკის, თიბისისა და საქართველოს ბანკის მხრიდან ერთობლივი მხარდაჭერა გვაქვს“, - გოგა მაჭავარიანი, „სითიზენის“ დირექტორი.
„სასიამოვნოა, როცა შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი საინტერესო და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში, როგორიც CITYZEN Central Park-ია. მისი სახით თბილისს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება, რომელსაც ქალაქში ყველაზე დიდი ეკომეგობრული, ZEN სივრცე ექნება. სწორედ ამიტომ, მშენებლობის პროცესში ერთდროულად არქიტექტურის უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები გამოიყენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რომლის ფარგლებშიც 300–ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორატიული გაყიდვების სექტორის უფროსი.
„ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბბინის - ეგრეთ წოდებული „ზაკვოს“ უფუნქციოდ დარჩენილი შენობა, თიბისის მხარდაჭერით, სულ მალე ახალ დატვირთვას და სიცოცხლეს შეიძენს. მოხარული ვარ, რომ „სითიზენისა“ და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში იქმნება პროექტი, რომელიც მოსახლეობას საცხოვრებლად თანამედროვე დიზაინისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციურ გარემოს სთავაზობს, სადაც ტერიტორიის ნახევარი რეკრეაციულ ზონას უკავია. თიბისიში, დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად, ერთიანი სისტემა მოქმედებს, რომელიც სრულ ჯაჭვს გულისხმობს: არამარტო მშენებლობის დაფინანსებას, არამედ პროექტის რისკების შესწავლას, მონიტორინგსა და ბოლოს იპოთეკური ცენტრითა და შეთავაზებებით გაყიდვებში მხარდაჭერას. სწორედ ამ მიდგომით ვთანამშრომლობთ „სითიზენის“ პროექტთან“, - ნათია სონიშვილი, თიბისის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.
ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილის...
პოლიტიკა • 1701719429
„ბედნიერი ამბები გვაქვს და თან გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ. ქუჩაში მცხოვრები ავადმყოფი ოჯახი, არ მიიღო არც ერთმა თავშესაფარმა და არ შეუშვა სახლში არავინ, სწორედ იმიტომ, რომ ავად არიან და ქუჩაში სძინა...
სოცმედია • 1701719400
"მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწ...
სოცმედია • 1701719370
საქართველოდან უცხოეთში, გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. როგორც გამოცემას სტუდია “ვარსკვლავების” ხელმძღვანელმა,...
საზოგადოება • 1701719100
„პროცესი, რაც მიმდინარეობს კანონზომიერია. კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არ დაწყებულა. მეტსაც გეტყვით, ელექტორალური თვალსაზრისით ეს პარტია დიდი ხანია უკვე გაყოფილია...“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმ...
პოლიტიკა • 1701719068
"მოკლედ დავწერ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში ტაქტიკური პლაცდარმი შექმნიდან უკვე გადავედით ოპერატიულ პლაცდარმზე. აქამდე იყო ტაქტიკური პლაცდარმი, მუშაობდნენ სიღრმეში დაზვერვის ჯგუფები საა...
სოცმედია • 1701718740
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701631860
4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი