ლარის კურსის ცვლილებაზე მოქმედი ფაქტორები საქართველოში
ბიზნესი & ეკონომიკა • 1694599910 112

ლარის კურსის ცვლილებაზე გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს. გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, ის სახელმწიფოს მხრიდან მინიმალურად რეგულირდება. კურსის ცვლილებას განაპირობებს:
· ფულადი გზავნილები;
· ტურიზმი;
· სატრანსპორტო გადაზიდვები;
· ცენტრალური ბანკების პოლიტიკა;
· სავაჭრო დეფიციტი;
· სახელმწიფო სესხის მოცულობა;
ამ ფაქტორების გარდა, კურსის ცვლილებაზე გავლენას ახდენს ისეთი გლობალური მოვლენები, როგორიცაა პანდემია, ომი და სხვა პოლიტიკური ცვლილებები.
ლარის ყიდვა-გაყიდვა მომხმარებლებისთვის შესაძლებელია კონკრეტული დღისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით. ის სამუშაო დღეებში იცვლება და ასახავს წინა სავაჭრო დღეს სავალუტო ბაზარზე (ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილი კურსი). კურსის გასაგებად ხშირად მიმართავენ ბლუმბერგის ვებგვერდს, რომელზეც ქვეყნდება ვებგვერდის მომხმარებლების მიერ ყიდვა-გაყიდვისას გამოცხადებული კურსის საშუალო მაჩვენებელი. იგივე პრინციპით, ვებგვერდზე ქვეყნდება დოლარის, ევროს და სხვა ქვეყნების სავალუტო კურსებიც.
ლარის კურსი დღეს
ქართულ ლარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთ-უკრაინის ომი. საქართველოში დღითიდღე იზრდება საომარ ვითარებებს გამორიდებული ადამიანების რიცხვი. დღესდღეობით, ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მათი ტრანზაქციები და ხარჯებია. არსებობს ვარაუდი, რომ ომის დასრულების შემდგომ, ექსპატენტების უკან გადინებას შესაძლოა ისევ მოჰყვეს ლარის კურსის გაუფასურება.
გადაცვალე ვალუტა MBC-ში საუკეთესო პირობებით
საქართველოში მოქმედი საფინანსო ორგანიზაციებიდან MBC ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთა შორის პოპულარობით სარგებლობს. კომპანიის გუნდი თითოეული საფინანსო პროდუქტის დახვეწაზე აქტიურად მუშაობს. შესაბამისად, მომხმარებელთა მოთხოვნები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული.
MBC-ში ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე, მომსახურების ცენტრში ვიზიტის გზით. თუ ნაკლებ დროში სრულყოფილი მომსახურების მიღება გსურთ და ფილიალში ვიზიტის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ონლაინ სერვისი აირჩიეთ. ამისთვის, საჭიროა ვებგვერდზე დაარეგისტრიროთ პირადი ონლაინ კაბინეტი. საჭიროებისას, ონლაინ კაბინეტიდან გაუგზავნოთ კომპანიას კონვერტაციის განაცხადი და კომპანიის მხრიდან განაცხადის დადასტურების შემდეგ გადარიცხოთ გადასაცვლელი თანხა ემბისის საბანკო ანგარიშზე. რამდენიმე წუთში, სასურველ ვალუტაში დაკონვერტირებული თანხა განაცხადში მითითებულ საბანკო ანგარიშზე დაგიბრუნდებათ.
ემბისიში აღნიშნული სერვისებით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ან ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიულ პირს სურს თანხის დაკონვერტირება, მისი წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე პირი.
იმ შემთხვევაში, თუ ფილიალში ვიზიტს ამჯობინებთ, გაითვალისწინეთ, რომ ემბისი საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი. მომსახურების მიღების ნებისმიერ ეტაპზე ონლაინ კონსულტაცია უფასოა, რაც დაგეხმარებათნებისმიერი ტრანზაქცია მომგებიანად განახორციელოთ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტის (International Maritime Law Institute -IMLI) დირექტორმა, პროფესორმა ნორმან მარტინეს გუ...
განათლება • 1695817369

თქვენი წყალობით ლუკა უკვე თურქეთშია, თუმცა დამატებით საჭიროა გახდა 1000 დოლარიანი კვლევა რომლისთვისაც მზად არ ვიყავით. ორი წლის ლუკა გორგოშაძემ გადაიტანა იშემიური ინსულტი, აქვს მარცხენა მხარის პარეზი...
საზოგადოება • 1695816900

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V...
საზოგადოება • 1695816120

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები” გახსნა, რომელშიც 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონ...
განათლება • 1695811715

კომუნალური გადასახადების დაფარვა ყოველთვიურად გვიწევს. რთულია, ყველა პროვაიდერს ადევნო თვალი, შეინახო ქვითრები და შემდეგ არ გამოგრჩეს გადახდის თარიღი. თიბისი ფეიზე ყველა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811593

კომუნალური გადასახადების დაფარვა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველ თვეში გვიწევს, თვალი ვადევნოთ მოსალოდნელ გადასახადებს და შემდეგ არ გამოგვრჩეს გადახდის თარიღი. ეს საკმაოდ დამთრგუნველი პროცესია, თუ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695811363