ლევან დავითაშვილი - „ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გაფართოება ხელს შეუწყობს კომპანიას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასა და მოსახლეობის დასაქმების ზრდაში

ხელმოწერა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში „ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე ჰექტარით გაფართოვდება. შესაბამის შეთანხმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „ჰუალინგს" შორის მოეწერა ხელი.

როგორც შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, „ჰუალინგის" ქუთაისის ინდუსტრიული ზონის გაფართოება საშუალებას მისცემს კომპანიას განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები და დაასაქმოს ასობით მოქალაქე.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება, სადაც  ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ მოხდეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და მოსახლეობის დასაქმება.  კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ რამდენიმე მილიონიანი დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს სწორედ ამ შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ასობით ადამიანი დაასაქმოს უახლოეს წლებში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გაფართოების შედეგად დამატებით შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს მოკლე დროში შეძლონ სხვადასხვა საწარმო-გადამამუშავებელი პროექტების თუ სასაწყობე მეურნეობის შექმნა ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიაზე.

ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სანთლები
ძალიან სამწუხარო ინფორმაცია - ცნობილი ქართველი ოლიმპიელი გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოდან ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლ...

საზოგადოება 1664173741

პუტინი
გაქცევა პუტინისგან - ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა

Новая газета Европа-ს ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა. გამოცემის წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში უსაფრთხოების ძალები და თა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664173514

ენტონი ბლინკენი
რას იზამს აშშ, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - ბლინკელის განმარტება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ უკრაინელების დასახმარებლად, ასევე, იმისთვის, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს. ბლინკენმა თქვა, რომ პუტინის რიტორიკა ბირთვული იარა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664173079

ენმ
„მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც“ - ჩხუბი ენმ-ს ოფისში

რა მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლ...

პოლიტიკა 1664171884

ზელენსკი
„კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში“ - ზელენსკი

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ სექტორში, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია, .ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „კატასტროფული ვითა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170336

დაღესტანიი
შეტაკებები დაღესტანში - ხალხი პუტინის ნაწილობრივ მობილიზაციას აპროტესტებს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ დაღესტანში, ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს. გ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664170147