ლევან დავითაშვილი: „წელს პრივატიზებიდან მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 207.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც რამდენჯერმე აღემატება ყველა წინა წლის საპრივატიზაციო მონაცემებს"

დავითაშვილი

„კერძო ბიზნესის განვითარებას და როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას ხელს უწყობს  სახელმწიფო ქონების პრივატიზების ინტენსიური პროცესი. ჩვენ სწრაფად, რამდენიმე წელიწადში უნდა დავასრულოთ მნიშვნელოვანი ობიექტების, მნიშვნელოვანი სახელმწიფო ქონების პრივატიზება და დღემდე უმოქმედოდ მყოფი ქონება, დაუმუშავებელი მიწა ან წლების წინ გაჩერებული საწარმო კერძო ინვესტორის ხელში უნდა გარდაიქმნას მოქმედ ბიზნეს-ობიექტად და მოსახლეობის დასაქმების წყაროდ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის 9 თვის მანძილზე, პრივატიზებულია 1,600 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწა, მათ შორის მოქმედი იჯარების პირდაპირი წესით გამოსყიდვის სახით, რომლის საპრივატიზებო თანხამ

12.7 მლნ. ლარი შეადგინა. სულ მიმდინარე წელს პრივატიზებიდან მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 207.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რამდენჯერმე აღემატება ყველა წინა წლის საპრივატიზაციო მონაცემებს.

„პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 2022 წლის განმავლობაში გაიყიდა 153.3 მლნ. ლარის ღირებულების ქონება, მათ შორის  8.7 მლნ. ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სხვადასხვა უძრავი ქონების და საწარმოების პრივატიზება შევძელით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა

. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, შესწავლილ იქნა 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის და საკურორტო ადგილის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი.  როგორც მან აღნიშნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა ისეთი ადგილები, რომელთაც საკმაოდ დიდი მიმზიდველობა აქვთ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

„შესწავლილი ადგილების საფუძველზე, კურორტის და საკურორტო ადგილისთვის მომზადდა გეოინფორმაციული რუკები, რეესტრი და შემუშავდა საინვესტიციო შეთავაზებები. უახლოეს ხანებში მომზადებული ინფორმაცია მიეწოდება პოტენციურ ინვესტორებს, რათა სახელმწიფომ უფრო ეფექტიანად მოახდინოს ასეთი სახელმწიფო ქონების ინვესტირება", -განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიუ იორკი თავის დაწვა
ნიუ იორკის სასამართლოსთან, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდე...

მსოფლიო 1713597680

სტუდენტი
სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს...

პოლიტიკა 1713596794

ნათია ფანჯიკიძე
„ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სოცქსელში წერს: „ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს - არც ისე ცუდები ვართ, როგორც ხშირად გვეჩვენე...

სოცმედია 1713596625

ლავროვი
„შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“...

მსოფლიო 1713596491

გამომცემლები
"დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები" - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ თავისუფალი, ცივილი...

პოლიტიკა 1713594042

მასწვლებელი
„რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად...

საზოგადოება 1713593827