მარიამ ქვრივიშვილი - ტურისტულმა სექტორმა დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს და მათ თხოვნებს ითვალისწინებს

ქვრივიშვილი

პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განთავსების ობიექტების, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციების, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მას ასევე დაესწრო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ის გარემოება, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს და მათ თხოვნებს ითვალისწინებს.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან მთავრობის უკუკავშირი ეფექტურია. „მოხარული ვარ, რომ კერძო სექტორმა დადებითად შეაფასა საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ბიზნესს უსმენს და ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს.  კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტები შემსუბუქდა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის უსაფრთხოდ განვითარებას და აღდგენას და გააძლიერებს კერძო სექტორს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „მწვანე პასპორტის" ამოქმედების გავლენაზე ადგილობრივი ტურისტული სექტორის საქმიანობაზე, აღნიშნული კონცეპციის აღსრულების შესაძლო მექანიზმებსა და სხვ.

აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით შეხვედრები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან გაგრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შუშანა
აქციაზე "დროას" აქტივისტზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

აქციაზე "დროას" აქტივისტ შუშანა მაცაბერიძეზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუ...

სამართალი 1643138387

მარგველაშვილი
სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება მორალური ტესტია - მარგველაშვილი

"მორალური ტესტი უკრაინაზე: სულ მცირე - უკრაინის მხარდაჭერა და პუტინისთვის აგრესორის წოდება" , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: "მორალური ტესტი უკრა...

პოლიტიკა 1643138209

კელი დეგნანი
რუსეთისგან განსხვავებით, აშშ, ევროპა და საქართველო თავისუფლების ხედვას იზიარებენ - დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "რუსეთის აგრესიული, დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა არ შემ...

პოლიტიკა 1643132148

დეგნანი
ჭავჭავაძემ ცხადყო, რომ ევროინტეგრაცია თავსებადია საქართველოს ტრადიციებთან - დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა და განაცხადა: "საქართველოს ევროპული ფესვები ღრმა და ძლიერია, მკაფიო გეზით...

პოლიტიკა 1643130395

აქცია
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - მოქალაქეები შშმ მოზარდზე ძალადობას აპროტესტებენ

აქცია თბილისში - ამ წუთებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ.  მოქალაქეები ძალადობრივ სისტემას აპროტესტებენ და დამნაშავეები...

საზოგადოება 1643127007

პროკურატურა
ზუგდიდში პოლიციის მხრიდან ქალზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საგამოძიებო უწ...

სამართალი 1643125424