"მარნაველი“ - ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
ბიზნესი & ეკონომიკა • 1669973414 107

კომპანია CBS ჯგუფი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში 2019 წლიდან შევიდა, გლობალური პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნის მიუხედავად, სწორედ აღნიშნულ პერიოდში მოხდა ჯერ კიდევ 2002 წელს დაარსებული საწარმოს სრულად გადაიარაღება, მისი ახალი, იტალიური ტექნიკით აღჭურვა და წარმოების ახალი კონცეფციის შექმნა. კომპანიამ სწორედ აღნიშნულ პერიოდში გაიარა რებრენდინგი და შეიქმნა სრულიად ახალი ქართული ბრენდი „მარნაველი“, რომელისთვისაც გასული 2022 წელი წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა.
„მარნაველის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ღვინის ერთდროულად რამდენიმე პრესტიჟული ფესტივალის რჩეული გახდა. ახალმა ქართულმა ბრენდმა მსოფლიოს წამყვანი სომელიეების და სტუმრების აღფრთოვანება დაიმსახურა.
„მონდუს“ უმაღლესი ჯილდო „მარნაველის“ სამმა პროდუქტმა მიიღო. ოქროს მედლით გერმანიიდან საქართველოში 2019 წლის მუხაში დაძველებული საფერავი დაბრუნდა, ოქრო მოიპოვა „მარნაველის“ 2019 წლის მუხაში დაძველებულმა რქაწითელმა და განსაკუთრებული გემოვნების მქონე ევროპელებს არ გამორჩენიათ, არც „მარნაველის“ 2019 წლის ქვევრის ქისი-ხიხვი, რომელმაც ფესტივალიდან დამსახურებული ოქრო წარმიღო.
„მარნაველისთვის“ ასევე წარმატებული იყო, დიდ ბრიტანეთში დაარსებული IWSC (International Wine & Spirits Competition) საერთაშორისო ღვინისა და სპირტების კონკურსი, საიდანაც ქართულმა კომპანიამ, 5 წარდგენილი ღვინის ნიმუშიდან 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო დაიმსახურა.
ჰონგ კონგში დაარსებული საერთაშორისო ღვინისა და სპირტების კონკურსი გამორჩეული გამოდგა "მარნაველისთვის“, ოთხი ღვინისა და ბრენდის ნიმუშიდან, კომპანია ოთხივეში დაჯილდოვდა სამი ოქროსი და ერთი ვერცხლის მედლით. მარნაველის მანავი, ქისი-ხიხვი , მუხის კასრებში დაძველებული ყურძნის ბრენდი Marnaveli XO და Marnaveli 5 - Gold Award 2022 and Best Grape ხუთწლიანი დავარგებით.
კომპანია „მარნაველი“ მოცემული დროისთვის ოცდაათი სახეობის ღვინოს და ყურძნის ბრენდს აწარმოებს და წელიწადში 3 მილიონამდე ბოთლს ასხამს. ტრადიციულ ბაზრებს ჩინეთის და ამერიკის ბაზარიც დაემატა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უკრაინა იყო.
ვაზი მთელი საქართველოდან -ეს მარნაველის კონცეფციაა, მისი ღვინო კი ბედნიერებას ინახავს. გახსოვდეთ - ახალი წლის სადღეგრძელო „მარნაველით“ უნდა შესვათ და მთელი წლისთვის ბედნიერება შეინახოთ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ტიკტოკზე გამოჩნდა. „არ გეგონათ ხომ, ტიკტოკზეც რომ მნახავდით. გამოიწერეთ ჩემი არხი - წინ საინტერესო ამბები და ვიდეოები გელოდებათ,“ - ასე მიმართა პოლიტი...
სოცმედია • 1675094860

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა. თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად...
მსოფლიო • 1675091969

"ვტოვებ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც ვტოვებ პოლიტსაბჭოს თვითონ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში...
პოლიტიკა • 1675091339

ავეჯის მაღაზია წყვილებს საწოლების გამძლეობის შესამოწმებლად 1000$ დოლარს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წყვილებს საწოლის გამძლეობის გამოცდა და საკუთარი...
ეს საინტერესოა • 1675090556

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია: “ნაციონალებს ახალი თავმჯდომარე ყავთ! “ კაცი”, რომელმაც საკუთარი გოიმობის, უტვინობის, მდაბიობის გადასაფარად, დედასა და ძმაზე გადაიტანა აქცენტები.“ კაცს” უთხრეს, რომ ა...
სოცმედია • 1675089931

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 1 თებერვალს, 12:30 საათზე გაიმართება. ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში, სხდომის დასასრულს გამოაცხადა. შეგა...
პოლიტიკა • 1675087670