მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საკარანტინე და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

თურნავა

დღეს საკარანტინე და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა - ღონისძიება მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, სასტუმრო „სტამბაში" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და ნომინაციებში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრებმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვეს იმ მხარდაჭერას და თანადგომას, რომელიც სასტუმროების სექტორმა კოვიდ-პანდემიის პერიოდში აღმოუჩინა მთავრობას და მთლიანად საზოგადოებას.

კოვიდ-პანდემიის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 250-ზე მეტმა სასტუმრომ უკვე მიიღო მონაწილეობა კოვიდ-კარანტინების და კოვიდ-სასტუმროების პროგრამაში, მათ დახმარება გაუწიეს ჯანდაცვის სექტორს როგორც კოვიდით მსუბუქად დაავადებული ადამიანების მკურნალობაში, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკარანტინო სივრცეების გამართვაში.

დღეს სასტუმროების ნაწილი დაჯილდოვდა შემდეგ ნომინაციებში: პროექტში უსასყიდლოდ ჩართული სასტუმროები (Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace; Moxy Tbilisi Cameron - McNeillie; Ibis Styles Tbilisi Center; Ambassadori Kachreti; Intourist Palace); პროექტში ჩართული ცხელების და კლინიკური სასტუმროები  (Ramada Encore Tbilisi; Holiday Inn; Holiday Inn Telavi; Savaneti Hotel; Kavkasia Hotel; Fortune Palace; Business Center Hotel Rustavi; L Plaza; Baadraan International (patrioti); Iveria Inn; Shine Palace; Cron Palace); პროექტში ჩართული პირველი სასტუმროები (Legend Tskaltubo Spa Resort; GTM Plaza).

ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების გარდა დაჯილდოების ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ. მათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სასტუმროები დააჯილდოვეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლაზარეეე
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. შესაბამისად, კიდევ უცნო...

პოლიტიკა 1713527391

ნათელაშვილი
„ამდენ გაოცებას როგორ გავუძლებ არ ვიცი – ქოცობამ სადეპუტატო დეკლარაციის შეუვსებლობის გამო 1000 ლარით დამაჯარიმა“ - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სადეპუტატო დეკლარაციის შეუვსებლობის გამო, მისი დაჯარიმების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს: „მსოფლიომ იცის, რომ პარლამენტში არ შე...

სოცმედია 1713527193

სანთელი
„არ იქნებოდა ეს ცხოვრება საინტერესო უმისოდ“ – ცნობილი ქართველი მხატვარი გარდაიცვალა

69 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, თავდაპირველად, ირაკლი სუთიძის მეუღლემ, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ირაკლი სუ...

სოცმედია 1713527093

გია ვოლსკი
„შეიძლება არის რაღაც გადაცდომები, რომლებსაც ალბათ გაანალიზებს შს სამინისტრო“ - გია ვოლსკი

"შეიძლება არის რაღაც გადაცდომები, რომლებსაც ალბათ გაანალიზებს ყოველთვის შს სამინისტრო, იქ რაღაც თემებს ასწორებს, მაგრამ დამოკიდებულება ადამიანებს შორის არ იცვლება. მეორე წუთში, სიცოცხლეს დათმობს ის პო...

პოლიტიკა 1713527021

გომელაური ელისაშვილი
„ვწუხვარ რაც მოხდა, რატომ მოხდა და როგორ, გამოძიება დაადგენს“ - ვახტანგ გომელაური პოლიციელთა მიერ ალეკო ელისაშვილის ცემაზე

 პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. მან თქვა, რომ წუხს და რომ გამოძიება დაადგენს რეალ...

პოლიტიკა 1713526616

გვარამია
"საქართველო გახდება ოფშორული თავშესაფარი რუსების ბინძური ფულისთვის. ეს სამუდამოდ გამორიცხავს ჩვენს წევრობას EU-ში და გააუქმებს ვიზალიბერალიზაციას" - ნიკა გვარამია ოფშორების კანონზე

"ახალის" თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია, პარლამენტის მიერ ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტის მიღებას ეხმაურება და ამბობს, რომ კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო იქნება, ვიდრე უბრალოდ ბიძინა ივანიშვ...

პოლიტიკა 1713526510