მთავრობამ ხორბლისა და ფქვილის ექსპორტი ერთი წლით აკრძალა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1656421134 375

მთავრობის გადაწყვეტილებით 4 ივლისიდან ერთი წლის განმავლობაში საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტს კრძალავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამბობს, რომ ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე უნდა განხორციელდეს.
"რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს", - განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.
რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება.
"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე", - თქვა ოთარ შამუგიამ.

პირველკურსელი სტუდენტი, ნინიკო დვალი თბილისში გასაქირავებელი ბინების სიძვირესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს: "ესეიგი, ვიწვალე, ვიშრომე იმისთვის, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ცხოვრების ახალ...
სოცმედია • 1660159852

ვერძი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით მის შედეგებზე. პროფესიულ საქმიანობაში განვითარების კარგი შესაძლებლობა მოგეცემათ. ფინანსური კუთხით იღბლიანი დღე გაქვთ. მეგობრებთან ერთად უფ...
ეს საინტერესოა • 1660159125

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მ...
საზოგადოება • 1660157119

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კახოვკას ხიდს დაარტყეს - ინფორმაციას ხერსონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ჰესის მახლობლად მდებარე ხიდი მნიშვნელოვანი იყო ოკუპანტებისთვის ლოჯისტიკურად - დარტყმა იყო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1660150800

დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პ...
სამართალი • 1660150631

უკრაინის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარმა, ოდესელმა მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა ეპარქიის საქათმე მოინახულა და ქათმები დალოცა.
მსოფლიო • 1660147344