ორგანული მეღვინეობა „მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით ვითარდება

მარტვილის მარანი

მარტვილის რაიონის, სოფელ თამაკონში 2012 წელს, 400 ბოთლით დაწყებული ორგანული ღვინის წარმოება, თიბისის მხარდაჭერით ვითარდებოდა და დღეს უკვე „მარტვილის მარანი“ 12 ათას ბოთლ ღვინოს ასხამს.

 

სამეგრელოში წარმოებული ორგანული ღვინის პოპულარობა საქართველოში  წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად „მარტვილის მარანი“ ღვინის 80 %-ს ექსპორტზე ყიდის მსოფლიოს 14 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ს, იაპონიასა და გერმანიაში. დანარჩენის რეალიზაცია კი საქართველოში ხდება, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზაზა გაგუა ამბობს, ორგანულ ღვინოზე მოთხოვნა ნიშური რესტორნებიდან და ბარებიდან მოდის.

 

„სოფელ თამაკონში 3 ჰა ვენახი და ჩვენივე მარანი გვაქვს, სადაც ქვევრებში ვამზადებთ ორგანულ ღვინოს.  ძირითადად ორიენტაცია დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებზე გვაქვს - მეგრული ოჯალეში, ორბელური ოჯალეში ლეჩხუმიდან, ციცკა, ცოლიკოური, კრახუნა, ამ ჯიშებიდან 10 სხვადასხვა სახეობის ღვინოს ვამზადებთ. მათ შორის ზოგი არის ბლენდი, ვარდისფერი, ქარვისფერი, თეთრი ღვინოები. რაც მთავარია, ყველა მათგანი არის ორგანული, ყოველგვარი დანამატების გარეშე,“ - ამბობს ზაზა გაგუა, „მარტვილის მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

 

2020 წელს კომპანიამ ახალი მარნის მშენებლობა დაიწყო, სადაც დღეს უკვე სტუმრებს მასპინძლობენ.

 

„სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით ჩვენ მხარეს დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი სოფელი ნოქალაქევსა და მარტვილის კანიონს შორის მდებარეობს, სადაც ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, ამიტომაც ვაპირებთ ამ მიმართულებით გაფართოვებას და სასტუმროს აშენებას, რაშიც თიბისი გვეხმარება.“

 

სამომავლო გეგმები ბევრი აქვთ, მათ შორის ვენახების გაშენება, რაც საშუალებას მისცემთ წარმოება 30-დან 50 ათას ბოთლამდე გაზარდონ. უახლეს გეგმებში კი ახალი საექსპორტო ქვეყნების ათვისება შედის, მათ შორის, წელს, „მარტვილის მარნის“ ღვინო ჩინეთის, საბერძნეთისა და იტალიის ბაზრებზე შევა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დათო ოქიტაშვილი
„ესაა ისტორიული ფოტო“ - ვისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს დათო ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოცქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ესაა ისტორიული ფოტა ქალბატონნანის კონცერტიდან რომელიც ჩემი ორგანიზებით ჩატარდა  ასე დაოწყო ჩვენი დიდი მეგ...

სოცმედია 1701699996

ფარცხალაძე
რა მიზნით ჩამოვიდა ფარცხალაძე საქართველოში - ახალი დეტალები

არსებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მოსკოვიდან ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისი გამოსვლის დრო ავიაკომპანია "აზიმუტის" დაფრენის დროს [16:00] ე...

პოლიტიკა 1701699536

წითლიძე
"ენმ არ არის სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული პარტია" - ანი წითლიძე ბათუმში წევრების წასვლაზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე ბათუმში პარტიის რამდენიმე წევრის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ "სახელ-გვარებზე ჩამოკიდებული" პარტია არ არის. "მე არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მ...

პოლიტიკა 1701698359

მიწისძვრა
თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიღრმე კი 9 კმ, ხოლო მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში, ქალაქ გემლიკში, ბურსას პროვინციაში იყო.   ცნობილია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მ...

მსოფლიო 1701697949

ხერსონი
არის მსხვერპლი - რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში საბავშვო ბაღი დაბომბეს

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი და მისი შემოგარენი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. "რუსეთის საოკუპაციო ძალების...

რუსეთ-უკრაინის ომი 1701697525

ხანძარი
ნაფარეულში ტყე იწვის

ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტში - ცეცხლი სოფელ ნაფარეულის ტყეს უკიდია. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა ადგილობრივებმა კვამლი ცოტა ხნის წინ შენიშნეს და შესაბამის...

საზოგადოება 1701697366