ორი ლიდერი ტექ კომპანიის - თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა ცხოვრების გამარტივებისთვის

გლოვო

Glovo-მ და თიბისიმ სამწლიანი ექსკლუზიური სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. თანამშრომლობა ერთმანეთთან დააკავშირებს რეგიონის ორ უდიდეს მოთამაშეს - ერთი მხრივ, წამყვან ფინანსურ ინსტიტუციასა და უდიდეს ტექ.კომპანია თიბისის და მეორე მხრივ, რეგიონში მიწოდების სერვისის ბაზარზე წამყვან მოთამაშესა და ყველაზე სწრაფად მზარდ სტარტაპს,  Glovo-ს. რეგიონის ორი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის პარტნიორობა თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა იმ მხრივაც, რომ მათ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოსა და რეგიონში ციფრული ეკოსისტემების განვითარებაში. 

თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობის მიზანია ადამიანების ცხოვრების გამარტივება, რაც შესაძლებელი გახდება Glovo-ს აპლიკაციაში ექსკლუზიური შეთავაზებებითა და თიბისის მომხმარებლებისთვის მიწოდების საუკეთესო სერვისების უზრუნველყოფის გზით. თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

· საბანკო მომსახურება Glovo App-ში: თიბისის ონლაინ გადახდის სისტემების ინტეგრაცია Glovo-ს აპლიკაციაში, ელექტრონული კომერცია, ციფრული ბარათები, საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებები

· რა სარგებელს მიიღებს მომხმარებელი: Cashback და Prime Membership-ის აქციები ექსკლუზიურად თიბისის მომხმარებლებისთვის

· სოციალური პროექტები: ერთობლივი სოციალური აქტივობები

· შეიქმნება ახალი ღირებულებები ტრენინგების, ფინანსური განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების მეშვეობით

· სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესის/ვაჭრობის მხარდაჭერა

თიბისი და Glovo გაერთიანდნენ საერთო ღირებულებების ირგვლივ, რათა მიწვდნენ და საუკეთესო გამოცდილება შეუქმნან  მომხმარებელებს. ორი ტექ. კომპანია გაერთიანდა ერთი მიზნის ირგვლივ - გაამარტივონ ადამიანების ცხოვრება. ამ შეთანხმებით Glovo და თიბისი იღებენ ვალდებულებას, რომ მხარს დაუჭირენ მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას და სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების მათ საქმიანობაში ინტეგრირებას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის  ზრდას.

 

„Glovo უკვე წლებია თიბისის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს წარმატებული თანამშრომლობა უფრო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარნტიორობით გაგრძელდება. თიბისი მაქსიმალურ ინვესტირება მოახდენს ამ პარტნიორობაში, რაც გულისხმობს თიბისის მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს, მიწოდების სფეროში საუკეთესო  გამოცდილების შექმნას და მხარს დაუჭერს Glovo-ს, რათა კიდევ უფრო დახვეწოს და განავითაროს თავისი აპლიკაცია. როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, თიბისი აქტიურად აგრძელებს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტების საკუთარ ეკოსისტემაში ინტეგრირების პროცესს, რითიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ერთობლივად შევუქმნათ ბრენდის საუკეთესო გამოცდილება საუკეთესო სერვისებზე, პროდუქტებზე, შეთავაზებებსა და აქციებზე წვდომის უზრუნველყოფით,“ - აცხადებს, თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„Glovo, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მულტი კატეგორიული მიწოდების პლატფორმა, ამაყობს თიბისისთან თანამშრომლობით. ჩვენი მიზანია, რომ ყველას მივცეთ მარტივი წვდომა ნებისმიერ პროდუქტსა თუ სერვისზე. ჩვენი პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა  მომხმარებლებისა და ბიზნესის დასაკავშირებლად. გვჯერა, რომ თიბისისთან პარტნიორობა უდიდეს შესაძლებლობებს შექმნის, რომ ადამიანებს გავუმარტივოთ  ცხოვრება სიხარულითა და სიურპრიზებით სავსე განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით,” - აცხადებს Glovo-ს რეგიონული სტრატეგიული დირექტორი, კარიმ ბოგუსპაევი.

Glovo-ს შესახებ:

Glovo არის მოწინავე მულტი კატეგორიული მიწოდების პლატფორმა, რომელიც  მომხმარებლებს ბიზნესთან და კურიერებთან აკავშირებს და სთავაზობს მომხმარებლებს მიწოდების სერვისს ადგილობრივი რესტორნებიდან, სუპერმარკეტებიდან და მაღალი ქუჩის საცალო მაღაზიებიდან. Glovo დაარსდა 2014 წელს ბარსელონაში და მუშაობს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში. Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ https://about.glovoapp.com/en/ 

თიბისის შესახებ:

თიბისი არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და საქართველოში უმსხვილესი დამსაქმებელი. თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. თიბისი ჯგუფი 2014 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული და საკუთარ ეკოსისტემაში აერთიანებს რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, მათ შორის ნეობანკს Space, TBC Uzbekistan, Tnet და სხვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ავარია გორი
გორში, ავარიის ადგილზე მისულ პატრულს მანქანა დაეჯახა

გორთან ავტობანზე ორი ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა, რა დროსაც მას უკნიდან მანქანა შეეჯახა. მომხდარის შესახებ formulanews.ge წერს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლები ადმ...

შემთხვევა 1696271460

ასოს
რა მოხდა ათენში - ქართველი ემიგრანტის მკვლელობის ახალი დეტალები (ვიდეო)

ქართველი ემიგრანტის სასტიკი მკვლელობა. საბერძნეთში 50 წლის ქართველი მამაკაცი ადგილობრივმა ცეცხლსასრული იარაღით მოკლა. დანაშული მოკლულის შვილის და მეგობრების თვალწინ მოხდა. როგორც ირკვევა, სავარაუდო და...

კრიმინალი 1696270347

სააკაშვილი
"რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50 დღიანი შიმშილობის და განსაკუთრებით კი მოწამვლის დროს" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენს გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი - რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის ს...

პოლიტიკა 1696269540

სალომე ზურაბიშვილი
1 დღე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე - რა პროცედურებით ჩატარდება საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...

პოლიტიკა 1696267866

ასოს
საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტი კობა აშოთიაა - მის ცოლს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე  კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...

კრიმინალი 1696267694

კარავი
"ეს კანონპროექტი სახიფათოა, იწვევს პროტესტის მშვიდობიანი ფორმების შეზღუდვას და არღვევს კონსტიტუციას" - საია "კარვების კანონზე"

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ  მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...

პოლიტიკა 1696266481