„პოზიტიურად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და Wizz Air უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი ქუთაისის აეროპორტში“ - ირაკლი ქარქაშაძე

ქარქაშაძე

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯოზეფ ვარადი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვარადი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორს, ირაკლი ქარქაშაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

 

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვუმასპინძლეთ Wizz Air-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ჯოზეფ ვარადის. განვიხილეთ ქუთაისის აეროპორტში მათი ოპერირების საკითხები, ის გამოწვევები რაც გვაქვს და სამომავლო გეგმები. ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და Wizz Air კიდევ უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი ჩვენს აეროპორტში. ვისაუბრეთ ასევე, ახალი საჰაერო ხომალდების დამატებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში გვექნება საინტერესო სიახლეები ჩვენი მგზავრებისთვის. ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთობლივად განვითარებას და Wizz Air-ი ჩვენს მგზავრებს კვლავ შესთავაზებს საინტერესო სიახლეებს და ახალ მიმართულებებს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

 

Wizz Air-ი საქართველოში უკვე 12 წელია ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 15 ქვეყნის 23 მიმართულებით დაფრინავს.

 

,,მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიმყოფებით საქართველოში. მე აქ პირველად 2012 წელს ვიყავი, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა და მას შემდეგ ქვეყანაში საგრძნობ განვითარებას ვხედავთ. ჩვენ გავხდით ნომერ პირველი ავიაკომპანია საქართველოში. შევიტანეთ მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ავიაციის განვითარებაში და ხელი შევუწყვეთ უფრო მეტ მგზავრს ჰქონოდა საშუალება ესარგებლა დაბალბიუჯეტური ფრენებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და დაეთვალიერებინათ საქართველოს ღირსესანიშნაობები. გასულ წელს, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ არ გვქონდა ჩვენი ბიზნესის განვითარების საშუალება. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი 2025 წელი Wizz Air-ის ბაზებისთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება და საქართველოც ამ ბაზების ნაწილი გახდება. გვაქვს მოლოდინი, რომ დავამატებთ კიდევ ერთ ხომალდს ქუთაისის აეროპორტის ბაზას, განვიხილავთ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობას და არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდას.  განაცხადა ჯოზეფ ვარადიმ.

 

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ყოველწლიურად სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებს სტუმრობს. მათ შორისაა საქართველო, სადაც ჯოზეფ ვარადი, Wizz Air-ის 12 წლიანი ოპერირების მანძილზე უკვე მესამედ იმყოფებოდა და აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე დასაქმებულ თანაშრომლებს შეხვდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოპოზიციაააა
„ვითხოვთ მოძალადეების პასუხისგებაში მიცემას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას“ - არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები

არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მოთხოვნებზე, რომელიც რეჟიმის მიმართ აქვთ - მოძალადე პოლიციელების პა...

პოლიტიკა 1733471628

პოლიტიკა
„რუსეთი ახლა ცდილობს მანამდე გაიფორმოს ეს ქვეყანა, სანამ აშშ-ში იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება მოლაპარაკებები“ - ზურაბ ჯაფარიძე

 "რასაც ცდილობს ახლა რუსეთი საქართველოში, არის ის, რომ მანამ სანამ ამერიკაში მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და დაიწყება სხვადასხვა საკითხებზე საუბარი და მოლაპარაკებები, მანამდე რუსეთმა გაიფორმო...

პოლიტიკა 1733471550

როიტენი
„EU-მ მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ოცნების“ ლიდერებისა და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით“ - როიტენი

ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქს...

პოლიტიკა 1733468351

ნიკა გვარამია
„ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყეს პროცესი, ადვოკატებს ინფორმაცია არ მიაწოდეს“ - მარიკა არევაძე

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია:   "ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყ...

პოლიტიკა 1733468102

ლიეტუვა
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც EU-ს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც  მოუწოდებს ევროკავშირისა და მის წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესოს ქართველ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხი...

პოლიტიკა 1733466513

პარლამენტი
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და ყვითელი დონე გამოცხადდა. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. „პ...

პოლიტიკა 1733466395