"ქართულ თევზსაჭერ ფლოტს ეტაპობრივად აღვადგენთ" - ნათია თურნავა

თევზჭერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ თევზჭერის ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაწყებული  პროგრამის მეშვეობით  14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი  ჩანაცვლება ხდება.

მინისტრის თქმით,  საამაყოა, რომ ამ პროგრამის შედეგად, ჩვენს თევზსაჭერ ფლოტზე  ქართული დროშა იფრიალებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მეთევზეები ქართული სეინერებით გავლენ ზღვაში და არა - უცხო ქვეყნის სეინერებით.

„ამ პროგრამით უკვე შეიქმნა 250-მდე ახალი სამუშაო ადგილი, ჯამური ინვესტიცია კი 51 მილიონ ლარზე მეტია. ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საზღვაო სფეროში თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის აღნიშნული პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

პროექტი ხელს შეუწყობს თევზმჭერი ფლოტის განახლებას და  დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე თევზჭერის პროდუქტების გაყიდვების გეოგრაფიის ზრდას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფოთში გაიხსნა საზღვაო აკადემიის ახალი ფილიალი, სადაც არა მხოლოდ მეზღვაურები, არამედ უფასოდ მოემზადებიან მეთევზეები, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს დაეუფლებიან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფოტო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი წალკიდან 13 კილომეტრში, სოფელ სალამალეიქში ი...

შემთხვევა 1701807901

სელფი
სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701807832

ხაინდრავა
"ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია..." - რას წერს გოგა ხაინდრავა

"ხაბეს აშშ-ი მიეცა შესაძლებლობა მაიკ პენსს გასაუბრებოდა საქართველოზე! პენსი ქურქუმალვაითს თუ ფლობდა აბა რას წარმოვიდგენდი. ქურქუმალი რატომ დარჩა გაღიმებული გასაგებია. ეს ჩვენი ცოდვით სავსე სტრატეგიული...

სოცმედია 1701807300

საჩუქარი
როგორი საჩუქრით გავახარებთ ზოდიაქოს ნიშნებს?

ზოდიაქოს ნიშანი ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენს მის გემოვნებაზე. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, საჩუქრის ადრესატი მოკრძალებული საახალწლო სუვენირით უფრო გაახაროთ, ვიდრე ძვირად ღირებული საჩუქრით, რ...

ეს საინტერესოა 1701807000

ბიბო ბაიაშვილი
"გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი" - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"გარდაიცვალა იტალიაში (ბარში) ახალგაზრდა ემიგრანტი, ნინო ბაიაშვილი. გლოვობს ჩემი თიანეთი 7 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩამოსულიყავი მშობლიურ სიმონიაანთხევში?....  სიკვდილო,ვინ წაგართვი?? ეცხოვრა, ეცო...

სოცმედია 1701806700

ნანუკა ნიცა
„ძალიან მაგარია, როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას -მკიდიხარ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ნიცა თავაძეზე

"ძალიან მაგარია,  როცა ახალგაზრდა გოგოს შეუძლია ბულინგს, ასეთი ფორმით უთხრას - მკიდიხარ. თუ ყველა ასე მოვიქცევით, უცხო ადამიანები სხვების ცხოვრებიდან ცხვირსად ამოყოფენ და დიზაინერობასაც თავს დაანებებე...

სოცმედია 1701806100