რა უნდა გავითვალისწინოთ ცენტრალური გათბობის ქვაბის შეძენამდე?

გორგია

ცივ დღეებში სახლების გათბობის ყველაზე პოპულარული საშუალება დღეს ცენტრალური გათბობის სისტემაა. ის შენობაში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებასა და კონტროლს გვიმარტივებს და გარემოსაც უფრო კომფორტულს ხდის. ასევე, თანამედროვე დანადგარების დახმარებით ასეთი გათბობა გაცილებით უსაფრთხო და ენერგოეფექტურია.

ცენტრალური გათბობის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გათბობის ქვაბია, რომლის მრავალფეროვანი სპექტრიც ჰიპერმარკეტ გორგიაში დაგხვდებათ. გარდა ამისა, აქ ნახავთ რადიატორებს, მილებს და ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟისთვის საჭირო სხვა ნებისმიერ დეტალს. რაც მთავარია, მათ შეძენას გორგიას ჰიპერმარკეტებში ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ.

თუმცა, გახსოვდეთ, გათბობის ქვაბების სწორად შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რათა სახლებში კომფორტული გარემოს შექმნა ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეძლოთ. ამიტომ, სანამ გორგიას ესტუმრებით, მანამდე რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გაგიზიარებთ, რაც დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ თქვენი საჭიროებები. ასევე, მათი წაკითხვის შემდეგ, გირჩევთ, კითხვებიც მოინიშნოთ და გორგიას კონსულტანტებს მიმართოთ. ისინი პროფესიონალურ დახმარებას გაგიწევენ და თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პროდუქციას შეგარჩევინებენ.

რამდენად ოპტიმალურად მოიხმარს რესურსს

 

ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენს ბიუჯეტს. თუმცა, ხანდახან თანხის დაზოგვა და იაფფასიანი პროდუქციის შეძენა საბოლოოდ უფრო ძვირი გვიჯდება ხოლმე. ამაზე დაფიქრება, არც გათბობის ქვაბის ყიდვის დროსაა ურიგო.

 

შესაძლოა, შედარებით ძვირადღირებული ქვაბი ნაკლებ რესურსს მოიხმარდეს, რამაც მნიშვნელოვნად შეამციროს თქვენი ყოველთვიური გადასახადები. იაფფასიანმა კი, პირიქით, იმდენად გაზარდოს ხარჯები, რომ თანხის დაზოგვა ვეღარ შეძლოთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არჩევანი აუცილებლად ძვირადღირებულ პროდუქტზე უნდა გავაკეთოთ. უბრალოდ, უმჯობესია, ქვაბების მახასიათებლები წინასწარ შევისწავლოთ და დავრწმუნდეთ, რომელი მათგანი უფრო მეტად დაგვეხმარება ეკონომიის გაწევაში.

 

გათბობის ქვაბის სიმძლავრე

 

ცენტრალური გათბობის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რა სიმძლავრის ქვაბი გვჭირდება. ის შენობის ფართობიდან გამომდინარე უნდა შევარჩიოთ. ასევე, მხედველობაში მივიღოთ კედლების სისქე, ფანჯრების ზომა, რომელ სართულზეა სახლი, რამდენად თბება მიმდებარე შენობები და ა.შ. ეს დაგვეხმარება დავიანგარიშოთ მისი სითბოდანაკარგიც და ჩვენს ფართობსა და გარემოებებზე სწორად მორგებული სიმძლავრის ქვაბი შევიძინოთ.

 

ერთკონტურიანი და ორკონტურიანი გათბობის ქვაბები

 

ცენტრალური გათბობის ქვაბის ორი ტიპი არსებობს – ის შეიძლება იყოს ერთკონტურიანი და ორკონტურიანი. პირველს მხოლოდ გათბობისთვის იყენებენ. მეორეს კი ერთდროულად გათბობისა და წყლის გაცხელებისთვის.

 

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ორკონტურიანი ქვაბი ყველაზე ეფექტიანად მუშაობს მაშინ, თუ შენობაში ორი სველი წერტილია და მაცხოვრებლები წყალს ზომიერად მოიხმარენ. ხოლო თუ ცხელი წყალი ჭარბი რაოდენობით გჭირდებათ, მაშინ უპირატესობას ანიჭებენ ერთკონტურიან ქვაბს, რომელსაც დამატებით წყლის ბოილერს უერთებენ.

 

ტრადიციული და კონდენსაციური გათბობის ქვაბი

 

დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება კონდენსაციური გათბობის ქვაბები, რომლებიც, ტრადიციულთან შედარებით, უფრო ეკონომიური და ეკოლოგიურია.

 

კონდენსაციურ ქვაბს ნაკლებ დატვირთვაზე შეუძლია მუშაობა, რაც მას 15-35%-ით უფრო ეკონომიურს ხდის. ასევე, მისგან გამოტყორცნილი ნამწვი პირდაპირ გარემოში არ ხვდება. ის მოწყობილობაში ბრუნდება, აცხელებს წყალს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყოფა. ამიტომ, ის 20-35%-ით უფრო ეკოლოგიურია. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მთავარი არხი
"რეპორტიორები საზღვრების გარეშე" "მთავარი არხის" საქმეს ეხმაურება

,,რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მარეგულირებელი კომისიის მიერ, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის" დაჯარიმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფაქტს ცენზურად აფასებს.  ,,მთავრობამ კრიტიკული მედიასაშუალება "მთ...

სოცმედია 1637964689

ლიანა ორკოდაშვილი
"თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი

,,თუ არ მოიყვანეს ჩვენ მის გარეშე ისევ არ განვიხილავთ" - ასეთია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის, ლიანა ორკოდაშვილის პოზიცია სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრე...

პოლიტიკა 1637964139

რეაბილიტაციის გამო
თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. კომპანიის  ინფორმაციით, შეზღუდვა ჩუღურეთისა და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს შეეხო: ჩუღ...

საზოგადოება 1637962474

კალაძე
კახა კალაძე მზად არის ოპოზიციასთან ითანამშრომლოს

თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ამის შესახებნ მან ,,პალიტრა ნიუსის" ეთერში ისაუბრა.  ,,მე მზად ვარ ვითანამშრომლო იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც დღე...

პოლიტიკა 1637962192

ავარია
აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 2 ადამიანი

 ავარია თბილისში -  აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. 

შემთხვევა 1637955759

ხიდაშელი
"ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული „ქართული ოცნება“" - თინა ხიდაშელი

,,ბიუჯეტი დამტკიცება თუ არა, უბიუჯეტოდ არ რჩება ქალაქი და ეს მითი, რომელიც უნდათ, რომ შექმნან, რომ რამდენიმე ქალაქი 2022 წელს ბიუჯეტის გარეშე იქნებოდა, არის აბსოლუტური ტყუილი და იმ დემაგოგიის კლასიკიდ...

პოლიტიკა 1637955439